Posted by: tatushka55 | May 8, 2009

Dream

ამ ორსულობისას ძალიან ხშირად ვხედავ ხოლმე სიზმრებს
არ ვიცი რატომ, მანამდე ასე ხშირად არ ვხედავდი ხოლმე

ერთხელ გულგახეთქილი კივილით წამოვხტი გველები მესიზმრებოდნენ, ხოდა ყველამ მითხრა გველი ბიჭს ნიშნავსო 🙂
არადა ეხომ 30 კვირაზე დამიდასტურა რომ შენი ბაია გოგონა არისო, ხოდა მირჩევნია თანამედროვე ტექნოლოგიებს ვენდო.

ხოდა რაზე დავიწყე, გუშინ თაკოსთან ვიყავი ჩემს დაქალთან, ვიჭორავეთ ყველაფერზე დედამიწის ზურგზე
დიდი ხანი იყო არ გვენახა ერთმანეთი, მერე 11სკენ დიმამ მომაკითხა და წამოვედით სახლში .. .
ეგრევე დავწექით და დიმამ სანამ ფორუმებს და მეილებს გადაურბინა, მე თავი მოვიწესრიგე ძილისთვის და დავიწყეთ კინოს ყურება.
დიმას ძალიან მალე ჩაეძინა, მე კინო რომ დამთავრდა გამოვრთე ლეპტოპი და ვცადე დაძინება, მაგრამ ფიქრებმა წამიღო. რაღაც ნაწყენივით ვიყავი დიმაზე, გაბუტულივით, ჯერ ერთი რო დღეს ძალიან გვიანამდე შემორჩნენ, მერე კიდე უცებ ჩაეძინა და ვერც მომიყვა ამბები, ვერც მომეფერა ბევრი ძილის წინ და ვერც ჩახუტებულებმა დავიძინეთ. ის კი არადა დაჟე ბაიასაც არ მოეფერა :(((((((((((((( ხოდა დავიგრუზე
არ ვიცი ორსულობის ბრალია თუ რა არის, ძალიან სენტიმენტალური და ცოტა მეტად ემოციური გავხდი ვიდრე ვიყავი, ხოდა გავიბუტე და ვეღარ ვიძინებდი.
როდის, როდის რაღაცა დურაკული ფიქრების მერე ჩამეძინა. ხოდა არ ვიცი რატომ ჩემი ყოფილი შეყვარებული დამესიზმრა. არ მახსოვს როგორ დამესიზმრა, მაგრამ რომ გავიღვიძე გავაცნობიერე რომ სიზმარში აშკარად ვატო ვნახე. ხოდა ძალიან გავბრაზდი. ეგღა მაკლია ეხლა ჩემი წარსულიდან ვქექო ვიღაცეები და რაღაცეები მეთქი. ხოდა ვაბრალებ იმას რომ ძილის წინ რაღაც დურაკობებზე ვფიქრობდი და დიმას რო უცებ დაეძინა მაგასაც ვაბრალებ.
ხოდა Mr. Ninja – ამ პოსტს რო წაიკითხავ, იცოდე რო ეგრე აღარ მოიქცე, თორე ხო ხედავ რა შედეგები მოყვება ხოლმე შენს უყურადღებობას 😦
გახსოვს ამას წინათ რო გითხარი სექსუალური სიზმარი დამესიზმრა მეთქი 🙂
ვისთან მღალატობდიო რო მკითხე 🙂
შენთან მეთქი- რო გიპასუხე,
აი მაშინ ეგრე არ იძინებდი და სიზმარშიც შენ გხედავდი ხოლმე, ეხლა კიდე  😦 😦 😦


სულაც არ მჭირდება ასეთი სიზმრები 🙂

Advertisements

Responses

  1. 20 წლის ვარ თაა 🙂
    ძალიან საყვარელი ბლოგუშკა გაქვს:) გავერთე.

    გაბუტვაზე კიდე გეთანხმები, მეც ვბრაზდები ხოლმე მარა დაღლილი რო მოდის ძაან მერე მეჩოდება :ლავ:

  2. ოი, ოი, ოი
    რა მომთხოვნები ხართ ეს გოგოები ქმრების მიმართ
    ჩემი რჩევა იქნებოდა დაანებე ღამეულ ბნელ ფიქრებზე აყოლას თავი, იცოდე რომ შენს მეუღლეს ყოველთვის უყვარხარ
    და თავსაც ნუ იგრუზავ

    P.S. სექსუალური სიზმრები მაგრად ასწორებს 🙂
    და მაგ დროსაც თუ მეუღლე გესიზმრება, მაშინ ისღა დამრჩენია გითხრა რო იდეალური ურთიერთობები გქონიათ და რაღაზე დარდობ ვერ ვხვდები 🙂

  3. Duda

    პირადად მე არც ისე მომთხოვნი არ ვარ ამ დროს.
    აი ერთხელ ვთხოვ ჩემს მეუღლეს დაჯდეს და ამ თემის კომენტარებში დაწეროს თვითონ რას ფიქრობს ვარ თუ არა მომთხოვნი. და თვითონ რა პრეტენზიები აქვს ჩემს მიმართ 🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: