Posted by: tatushka55 | მაისი 7, 2009

წერილი ჩემს მოცუცქნულს

ჩემო მოცუცქნულო, დილა მშვიდობისა
აი, დარეკა მაღვიძარამ და იძულებული ვარ ისევ ადრე ავდგე, სამსახურში ხომ უნდა წავიდე… 😦
არადა რა სიამოვნებით გავაგრძელებდი საწოლში ნებივრობას შენთან და შენს მამიკოსთან ერთად.
პირველ რიგში, რომ ვიღვიძებ ისევ შენს მამიკოს ვკოცნი ხოლმე ცხვირზე, აბა შენ ჯერ არ დაბადებულხარ და ღიპუცას კიდე ვერ ვწვდები რო დაგკოცნო ხოლმე
ამიტომ მამიკო გკოცნის ხოლმე დილაობით ბევრს, ბევრს, ჩემს მაგივრადაც.
დღესაც ასე იყო, ყველაზე ადრე გავიღვიძე, ჯერ შენს მამიკოს დავუკოცნე სახე, მერე შენ გეფერებოდი, შენ კიდე ღამე რაღაც უსნაურ პოზაში გეძინა ალბათ 🙂 ჩემი ღიპუცა თითქმის ოთხკუთხედი იყო რომ გავიღვიძე და ძალიან გავხალისდი.
მერე მამიკომაც გაიღვიძა და დაგკოცნა და ბევრი გეფერა, შენ კიდე ფეხებს და ხელებს გვიტყაპუნებდი და გვართობდი.
ძალიან, ძალიან საყვარელი ვინმე ხარ ჩემო ცუცქნია და ძალიან ძალიან გვიყვარხარ.
იცი რამდენი ხანია გელოდებიით, რაც უკვე ვიცით შენი არსებობა – მას მერე 34 კვირა და მანამდე კიდევ 1 თვე.
გელოდებოდით მაგრამ მიუხედავად ამისა სანამ არ გავიგეთ შენი არსებობის შესახებ ალბათ ძალიან გაგაწვალე, სულ სულ პატარა რომ იყავი, 2-3 კვირის 🙂
მაშინ ხომ შენი გადარეული დედიკო და მამიკო კლუბებიდან არ გამოდიოდნენ, საშინელ ხმაურში, ბუღში და ორომტრიალში მოგიწია 2-3 კვირა ყოფნა. რამდენ სიგარეტს ვეწეოდი, რამდენ ალკოჰოლიან კოქტეილებს ვსვამდი 😦
მე ხომ არ ვიცოდი შენს შესახებ, და გათენებამდე ვცეკვავდით ხოლმე
მერე ღამე უამრავს დავდიოდით ფეხით ხოლმე და თითქმის გამთენიისას მაკდრაივში ვჭამდით ხოლმე მთელი სასტავი.
არადა ეს პერიოდი მთავარია ჩანასახის განვითარებაში, შენ კიდევ ჩემი ძალიან ცოცხალი და ძლიერი გოგონა აღმოჩნდი რაც ძალიან ძალიან მიხარია და გადაიტანე ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ჩემ სიყვარულო რომ ასეთი ძლიერი ხარ და რომ ასე გამახარე შენი არსებობით, და ბოდიში რომ ასე განერვიულეთ დასაწყისში.
გახსოვს ის დღე პირველად რომ გავიგეთ შენს შესახებ? მე და შენი მამიკო რო ნაჩხუბრები ვიყავით, მე მაშნ გავიგე და მერე ვუთხარი კიდეც. გახსოვს როგორ გვაბურთავა და რამდენი გვკოცნა.
მერე შენი გულისცემა გავიგეთ, მერე შენი სქესი გავიგეთ,
სულ ცოტა ხნის წინ ეხოზე სურათიც კი გადაგიღეთ და ყველამ დაინახა რო მამიკოს გევხარ მაგრად 🙂

v
პატარა აპრეხილი ცხვირი გაქვს მასავით და ძალიან მიხარია, მინდოდა რომ აპრეხილი ცხვირი გქონოდა, ძალიან მომწონს ეგეთი ცხვირები.
მიუხედავად იმისა რომ გამუდმებით შენზე ვფიქრობ, ერთადერთხელ დამესიზმრე მტელი ამ დროის მანძილზე.
ჯერ კიდევ სანამ გაინძრეოდი მანამდე:
მესიზმრა ვითომ შენ დედაჩემის საძინებელში იწექი დიდ საწოლზე და ტიროდი, უცებ გავიგე შენ ტირილი და გამოვქანდი და ხელში აგიყვანე, იცი რა ლამაზი იყავიიიიიიიიიი, ულამაზესი ერთი ციდა გოგონა.
ხოდა ეხლა ისე მაინტერესებს როგორი ხარ, ისე მაინტერესებს რომ ვერ წარმოიდგენ. საოცრად გელოდებით
უკვე დაახლოებით 6 კვირა დარჩა შენს დაბადებამდე და საოცარი მოუთმენლობის გრძნობა მაქვს.
ხან რატომღაც ძალიან მეშინია, ხან პირიქით იქეთ სხვებს ვამშვიდებ ხოლმე და დარწმუნებული ვარ ხოლმე რომ ყველაფერი ძალიან იოლად ჩაივლის.
შენ უკვე დიდი გოგოშკა ხარ და შენს სხეულს მთელი სიმძიმით ვგრძნობ, ყველა შენს მოძრაობას და სულ უფრო და უფრო მიყვარდები.
თუმცა ხანდახან შენი მოძრაობები საოცარ ტკივილს მაყენებს და უკვე ღამეც ცუდად მძინავს, რადგან თუ შენ რამე პოზა არ გსიამოვნებს მოცუცქნულო მაიმუნო, მაშინ არ მაძლევ ხოლმე ისე წოლის საშუალებას.
უკვე მალე უნდა ამოტრიალდე კიდეც, მე როგორც ვიცი ყველაზე მეტად ბოლო 2 კვირა გამიჭირდება, როდესაც უკვე დაბლა დაიწევ და მე კიდე კვატივით დავიწყებ სიარულს 🙂
თუმცა 2 კვირა აიტანს ამ ყველაფერს ადამიანი, მთავარია შენ მყავდე კარგად და იოლად გამოძვრე ამ ყვეყნად.
ნეტა თუ მოგეწონება აქაურობა, ნეტა როგორი დედიკო და მამიკო ვიქნებით მე და დიმა???
შენ ხომ ჩვენი პირველი ქმნილება ხარ და ჩვენ კიდევ არაფერი არ ვიცით როგორ უნდა მოგექცეთ. მხოლოდ ის ვიცით რომ უზომოდ გვეყვარები ორივეს და ყველაფერს გავაკეთებთ შენი გულისათვის. ვიცი რომ შენც ასევე გეყვარებით ხოდა ვიცხოვრებთ ძალიან ბედნიერად და გემრიელად.
გკოცნი ჩემო მოცუცქნულო, წავალ ეხლა საქმეებს მივხედავ, თორე ამ ბოლო დროს იმდენს ვფიქრობ შენზე რომ ხანდახან სამსახურის საქმეები მავიწყდება ხოლმე თუ არ ჩავინიშნე.

 

Advertisements

Responses

  1. მშობიარობის წინა ემოციები
    ინწერესნო )))

  2. ვნახავ შენს ბლოგზეც ეგეთებს მომავალში 😛

  3. ძალიან ვისიამოვნე და სურვილი გამიჩნდა, მოგფერებოდი 🙂 🙂 🙂 გენაცვალე, ამხელა სიყვარული, რომ შეგიძლია!

  4. love love love
    უსაყვარლესი პოსტი იყო 🙂 სასიამოვნო ძალიან და იმედისმომცემი, რომ აი, უზის ამ გოგოს მუცელში კიდევ ერთი უსაყვარლესი გოგო და ბედნიერია. ერთი ადამიანიც თუ ბედნიერია, მაშინ ჩვენც ბედნიერები ვართ 🙂 :soph’sphilosophy:

  5. გაიხარეთ გოგოებო 🙂 მადლობები

  6. Dar Tata,
    thanks a million for letting me be on your blogroll. you have created a lovely space here, and even if I can not read in Georgian, I can feel it is something beautiful you are blogging about.

    good luck and thanks for being my friend!
    😉

  7. აააა!

    თვალებში ცრემლები ჩამიდგა :S

  8. არ მიყვარს პირადულში გადასვლა,
    მაგრამ მაინც გავბედავ და გკითxავ 🙂 თქვენ როდის გეგმავთ?

  9. ძალიან თბილი პოსტია, შემთხვევით აღმოვაჩინე შენი ბლოგი ფეისბუკზე
    მახსოვს როგორ ველოდებოდით მე და ჩემი მეუღლე ჩვენს ბიჭუნას
    საოცარი სიამაყის გრძნობაა, დარწმუნებული ვარ შენი ქმარიც ასევე გრძნობს თავს
    ასე მეგონა დედამიწაზე მარტო მე უნდა გავხდე მამა მეთქი
    და ათას რამეს ვფიქრობდი ბავშვს რას ვასწავლიდი 🙂
    განსაკუთრებით მინდოდა ველოსიპედის ასაკი მოსვლოდა მალე რო ერთად გვესეირნა 🙂

    გისურვებ წარმატებებს შენ და შენს ოჯახს

  10. დავდნიიი.დარწმუნებული იყავი რომ შენს პაწიას ყვლაფერი ესმოდა…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: