Posted by: tatushka55 | May 3, 2009

ფორუმელი ღიპუცები

აშკარად არ გვიმართლებს ამინდში.

დილით ადრე გავიღვიძე დიმა რუსთავში მიდიოდა ფიგურკაზე უნდა გამოსულიყო. ხოდა რო გავიხედე ფანჯარაში ძალიან მეწყინა 😦 ნაწვიმარი იყო.

11სკენ ავდექი და ცოტა მოღრუბლული იყო. დავრეკე სალონში მანიკურ- პედიკურის გაკეთება მინდოდა და 2ზე ჩამწერეს. სალონში რომ მივედი სასტიკად გაწვიმდა, ისეთი თავსხმა იყო დიღომში რო არაფერი არ ცანდა ფანჯრებიდან. ჩემს პროცედრებს საათზე მეტი დასჭირდა და გამიმართლა წვიმამ გადაიღო ამასობაში, თორემ მაგრად გავილუმპებოდი, ქოლგის წაღება არც მიფირია.

დოლიმ დამიმესიჯა, სამწუხაროდ ამ დურაკული ამინდის გამო მთაწმინდაზე ასვლა გადაიდო, ხოდა ამიტომ გადავწყვიტეთ ვაკეში პრეგოში შევკრებილიყავით. პიცა უნდოდა ღიპუცების უმეტესობას. მე პირველი მივედი, მერე დანარჩენებიც მოვიდნენ. სულ 8ნი ვიყავით 5 ფეხმძიმე და 3 ყოფილი. მე ჩემი უსაყვარლესი ცეზარი ვჭამე ძალიან მომეწონა, გემრიელი იყო. პიცის და მაკარონის მუღამზე არ ვიყავი 🙂 მაქსიმალურად ვცდილობ ცომეული არ შეიჭრას ჩემს ორგანიზმში.

ხოდა რავი მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, სასიამოვნო დღე გავატარეთ ერთად. ვუზიარებდით აზრება, გამოცდილებებს, სურვილებს და მომავალ ტკივილებს 🙂 რაღაც პონტში ასწორებს ესეთი შეხვედრები, რაღაცა ძალიან საერთო რომ გაქვს ისეთ ადამიანებთან. თან მანამდე არც ერთ მათგანს არ ვიცნობდი ლაივში. იმედია კიდევ არაერთხელ შევიკრიბებით სანამ გაგვაქანებენ სამშობიაროებში 🙂

Advertisements

Responses

  1. რა მაგარი სანახავები იქნებოდით ამდენი ღიპიანები )))

  2. ხოოო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უფრო მაგარი იქნება რო შევიკრიბებით და სასეირნოდ წავალთ
    თორე იქ ვიჯექით და არც გვიჩანდა ღიპები 🙂

  3. საინტერესო სანახავები იქნებით
    რამდენიმე ღიპუცა ერთად რო სეირნობს =)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: