Posted by: tatushka55 | მაისი 2, 2009

Jobs in Tbilisi

ხახააააააა, გუშინ ძალიან სასაცილო რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში 🙂

უკვე 3 წელი გახდება ოქტომბერში რაც ახალ ნათებაში ვმუშაობ
2006 წლის ძააალიან გიჟური ბათუმური ზაფხულის მერე (საოცარი ზაფხული იყო თავისი დიჯეი ფესტივალებით პროზაკში და გონიოში და აბსოლუტურად უძილო ღამეებით, ულამაზესი ზაგრით და დაჟე რალითაც კი) რადგან უკვე არ ვმუშაობდი დაახლოებით 1 თვე
და ეს 1 თვე კარგად გამოვიყენე დასასვენებლად (ხო სიონშიც ვიყავი 1 კვირით)
გადავწყვიტე რომ უკვე კარგად ვარ დასვენებული, ძველი სამსახურის ამაოებები და საცოდაობაც დავიწყებული მაქვს მეთქი, დღემდე მიკვირს როგორ ვმუშაობდი იქ თითქმის 1 წელიწადი. ხოდა მოკლედ ჩამოვედი და დავიწყე ჩემი CV_ების დაგზავნა შესაბამის ვაკანსიებზე.
გამოუხმურება იყო 8-9 ადგილიდან
ერთი მახსოვს ნახალოვკაში რაღაც სარეკლამო კომპანია ვართო
შევედი და სულ 2 ოთახი იყო, ერთში 4 ბიჭი აისიქიუში იჯდა და ჩეთაობდნენ
მეორე ოთახში კიდე იჯდა მისი უდიდებულესობა უფროსი, ადამიანი რომელიც თავისი ინტელექტით მინიმუმ 28ჯერ დაბლა იდგა ჩემზე
ტიპმა ვერ ამიხსნა რა უნდოდა, რა ვაკანსია იყო, რა მევალებოდა, ხელფასს რამდენს მომცემდა. და ბოლოს მომთხოვა აი ეს ტესტი შემივსეო. ნუ მეც მიუხედავად იმისა რომ უკვე ვიცოდი რომ იქაური არ ვიყავი, ავიღე ეს 3 A4 გვერდი და გადავხედე
ამას 10 კლასში მაწერინებდნენ მეტქი, რაღაც ძაან ტუპავატი შეკითხვები იყო, მათ შორის ვითომ ფსიქოლოგიურები, ხოდა დავყარე ეს ფურცლები მაგიდაზე და ავდექი.
მოიცადეთ სად მიბრძანდებით, თქვენ აყვანილი ხართ სამსახურშიო 🙂
მივიხედ – მოვიხედე ხო არ მეჩვენება მეთქი, ამ კაცს ან მაგარი აკლია ან რაღაც ნიტოა ჩემს თავს მეთქი.
უცებ სარკე დავინახე, ჩავიხედე ძალიან მაგარ ვიდზე ვარ, უსერიოზულესი ზაგარი, ძალიან ლამაზად ჩაცმული ხოდა მივხვდი რომ ამ ადამიანს სავარაუდოდ თანამშრომელი არც ჭირდება. ხოდა წამოვედი, ავედი ცემს დაქალთან და მოვუყევი, აღმოჩნდა რომ ისიც ყოფილა ნამყოფი მაგ გასაუბრებაზე დაჟე 2 დღე მუშაობდა კიდეც რაც საბილიარდოებში სიარულით და კაფეებში ჯდომით გამოიხატებოდა. მაგრამ მერე ეგეც მიხვდა და წამოვიდა თან საკმაოდ სკანდალურად. ხოდა ძალიან გამიხარდა. მაგრამ ყველაზე მაგარი ის იყო რომ 1 კვირის მერე კიდევ 1 ჩემი დაქალი აღმოჩნდა მაგ გასაუბრებაზე 😀 😀
რა არ ხდება ქვეყანაზე.

worst-jobs-crap-work

მეორე ადგილი იყო ბელუქსი, მანდაც ზალიან გამოვიპრანჭე და წავედი
ნუ 4 გოგო ვიყავით მხოლოდ, შეგვიყვანეს სადღაც ბოლო სართულზე რაღაც ოთახში
თან აგვიხსნეს რომ ჩვენ ვიყავით 60მდე რეზუმედან არჩეული საუკეთესო კანდიდატები და აბა ჩვენ ვიცით მხოლოდ 1 ვაკანსიაა
ნუ გადვირიგეს რაღაც ფურცლები სადაც წერია ძალიან დურაკული ტექსტები და უნდა ვთარგმნოთ ინგლისურად.

ტექსტს რომ გადავხედე მივხვდი რომ თვით ეს ქართული ტექსტი იყო თარგმნილი რარაც ინგლისური სტატიიდან და საკმაოდ უნიჭოდ. შინაარსს ვერ გამოიტანდი. გარდა ამისა იყო 2-3 სიტყვა რომელიც ქართულადაც კი არ ვიცოდი რა იყო.
ხოდა მოვიკრიბე ძალები და გავბედე და ვიკითხე, ნუ ამისხნეს რომ ეს იყო რარაც ავეჯის რაღაც დეტალის კიდევ დეტალი და შემეძლო არ მეთარგმნა.
რადგან პირველი სიჩუმე დაირღვა, ხო თან სასტავი იქვე თავზე გვედგა, ვიღაც გოგო და კაცი ჭაღარა რომელიც შემოვიდა.
ეხლა ჩემგან მარცხნივ მჯდომი გოგო ადგა და კითხულობს, ამ ტექსტს შინაარსი რატომ არ აქვს და რატომ გავს ავტომტურად უცხო ენიდან გადმოთარგმნილსო?
დამსწრეები გაოცდნენ, მერე ჩვენც ავყევით და ვეუბნებით რომ ზალიან რთულია რადგან ტექსტს შინაარსი არ გააჩნია და ჩვენი ნათარგმნიც უშინაარსო გამოვიდოდა. ეს კაცი უცებ აყვირდა, თქვენ თუ ინგლისური არ იცით აქ რა გინდათო, ვინ დაგბარათო, დაიწყო ღრიალი.
კინაღამ გადავირიე, მეთქი ამასთან უნდა ვიმუშაო? 😀
ხოდა ის გოგო აყვა, თქვენ თუ იცით ინგლისური ეს წინადადება მითარგმნეთო, მეო 3 წელი ლონდონში ვსწავლობდი მაგიტრატურაზეო და ინგლისური ქართულზე კარგად ვიციო. ნუ იქ აიწია დაკა-დაკა. ეს კაცი აღმოჩნდა მანდ ერთ ერთი უფროსი თუ სულ მთლად ბოსი არ მახსოვს, ხოდა დაიწყო ყვირილი. მე ავდექი ეს ფურცლები იმ დამსწრე გოგოს მივაწოდე, და ასეთ პირობებში მე ვერ ვიმუშავებ მეთქი რომც ამიყვანოთ მეთქი ვუთხარი და წამოვედი.
აი ასეთ საცოდაობებში ვყოფდი თავს …

შემდეგი იყო საქართველოს ნაციონალური ავიახაზები: ვაკანსია – ბორტგამცილებელი
ალბათ ნებისმიერი პატარა გოგონას ოცნება, მათ შორის ჩემიც
მიყვარდა სტიუარდესებზე გადაღებული ფილმები და ჭკუაზე არ ვიყავი რომ მივდიოდი.
გამოვიპრანჭე ძალიან ძალიან ლამაზად, რადგან ვიცოდი რომ ამას დიდი ყურადღება მიექცეოდა და წავედი:
იიიქ იციით რა ხდებოდაააა, ტესტირება იყო 3 ეტაპად და პირველზე იყო 185 გოგო დაბარებული და გრძელდებოდა პირველი ეტაპი 5 დღე.
თითო დღე სადღაც 35 გოგოს გვქონდა ტესტირება.
რანაირ გოგოებს არ ნახავდით, ლამაზებს, ულამაზოებს, მოდელებს, ფეთხუმებს, მოვლილებს და რავი კიდე.
მოკლედ ჩემმა ჯერმაც მოაღწია, შევედი საკმაოდ სიმპატიურ პატარა კონფერენს ზალში სადაც ისხდნენ უფროსი და კიდევ 6 სხვა ადამიანი.
ვუთხარი სახელი და გვარი, აიღეს ჩემი ცივი და დაიწყეს ყველაფრის დაწვრილებით გამოკითხვა, სამსახურეობრივი, პირადული, განათლება, მერე ფსიქოლოგიური ტესტები. მოკლედ დასრულდა როგორც იქნა და გამომიშვეს და დაგირეკავთო კი არ უთქვამთ, უფროსი წამოდგა და მეორე ტური შემდეგ სამშაბათს გექნებათო, დამატებით დაგირეკავენო.
ვაა, ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა
მოკლედ იმ დღესვე დამირეკეს და დამიბარეს მეორე ტურზე. მივედი ინგლისურში იყო ტესტირება, ვიღაც ზალიან საყვარელი ევროპელი პილოტი იყო მოსული, ახალგაზრდა ბიწი. ძააალიან საყვარელი იყო. ამ დღესაც რამდენიმე ადამიანი იჯდა და ესწრებოდა გამოცდას. ნუ ეხლა ინგლისურ ენასთან პრობლემები არ გამაჩნია, ამიტომ ესეც უპრობლემოდ გავიარე, და ამ ბიჭმა ღიმილით გამომაცილა დაგირეკავთო.
ვააააა, მეთქი შენ თუ დამირეკავ უფრო გამიხარდება (მაშინ არც გათხოვილი ვიყავი და არც შეყვარებული მყავდა) და უფრო მეტი ენთუზიაზმით დავიწყებ მუშაობას, ამაში უკვე ეჭვიც არ მეპარებოდა 🙂

შემდეგი ტური იყო კიდევ მომდევნო სამშაბათს თუ არ ვცდები, 2 დღით ადრე დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს მოკლე იუბკით, მაისურით და კოსტუმით მოვსულიყავით.
მივედი და მხოლოდ 11 გოგო იდგა მოსაცდელში, ვაა მეთქი მარტო ჩვენ დავრჩით? 185 გოგოდან 11ში რო დარჩები რაღაც სიამაყის უფლებას გაძლევს ხოო?
მოკლედ კოდუა იგვიანებდა და გავიცანი ეს გოგოები, ერთი მოდელი იყო და ადრე მუშაობდა სტიუარდესად, იანა ერქვა, ვიფიქრე ეს უკვე მიღებულია თქო. დანარჩენები ჩვეულებრივი გოგოები იყვნენ, არაფრით არ გამოარჩევდი. ეს იანაც უბრალოდ სლავიანური ტიპაჟით და სიმაღლით გამოირჩეოდა, და ძალიან საყვარლად ლაპარაკობდა. უცებ გავუგეთ ერთმანეთს.
მოვიდა უფროსიც და შევედით სათითაოდ, გვარების მიხედვით გვიძახებდნენ. გასაუბრება იყო რუსულ ენაში. ესეც უპრობლემოდ გავიარე :). არ წახვიდეთო სანამ ყველას არ გავესაუბრებითო გაგვაფრთხილეს და ჩვენც ვიჯექით და ველოდებოდით. ბოლოს ყველაფერი მორჩა, 25-30 წუთი ითათბირეს და გამოვიდა ვიღაც ქალი: ამოიკითხა 5 გვარი მათ შორის ჩემი, შემობრძანდით, გილოცავთო. დანარჩენები თავისუფალი ხართო. იანაც თავისუფალი იყო და ძალიან დამწყდა გული. არცეულთაგან არც ერთი გოგო არ მომწონდა :(, გამოკვეთილი პროვინციალკები იყვნენ. 😦

ხოდა ნუ იქ რაღაცეები გაგვესაუბრნენ, გვითხრეს რომ სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ და შემდეგ 1 თვიანი მოსამზადებელი კურსები გვექნებოდა.
წამოვედი და დავფრინავდი სიხარულისგან.
თუმცა ამ დღეებში მე უკვე ვიYავი ახალ ნათებაში მენეჯერის ასისტენტის ვაკანსიაზე სტაჟორად აყვანილი.
ხოდა ეხლა კარგად უნდა ამეწონ დამეწონა და გადამეწყვიტა რა მინდოდა.
ჯერ წავედი ჩემს დასთან, მერე დედაჩემთან. დედაჩემმა რაგინდა სტიუარდესადო.
მერე მოვიწვიე უახლოესი მეგობრების კონსილიუმი კაფე დელ მარში, სადაც შედიოდნენ ნატა, ანდრო და ლევანი (თაკო არ იყო საქართველოში).
მოკლედ ბევრი საუბრისა და აწონ დაწონვის შემდეგ, არგუმენტებით რომ ჭკვიანი გოგო ვარ და რა იცი როგორ ავაწყობ მუშაობას ახალ ნათებაში, ჰაერში კიდე შენი განათლება ყველას ფეხებზე კიდია და ერთი რიგითი მოსამსახურე ხარო. მოკლედ გადამაფიქრებინეს სტიუარდესობა. ცოტა ხანში დიმამ და თავის მეგობარმაც მომაკითხეს, ჯერ არ ვიყავით შეყვარებულები, დიმასაც მოვუყევი, მანაც ახალი ნათება მირჩია. ხოდა მეორე დღეს დავრეკე ავიახაზებში, დიდი ბოდიშით მეთქი და გადავიფიქრე მეთქი. თუმცა ის ფაქტი რომ 185 გოგოს შორის 5_ეულში გავედი ყოველთვის მექნება საამაყოდ 🙂

                                         *             *           *           *           *

ხოდა მოკლედ რატომ მოვყევი ეს ყველაფერი, გუშინ შუადღეზე სამსახურში ვარ და მირეკავს მობილური.
ვპასუხობ და ვიღაც ქალი მეკითხება ჩემს სახელს და გვარს თქვენ ბრძანდებითო?
მეთქი დიახ მე ვარ, ხოდა ეს ქალი მეუბნება, თქვენი CV_არის ჩვენთან დატოვებული და გასაუბრებაზე მინდა დაგიბაროთო.
მეთქი დიდი მადლობა, ოღონდ საიდან რეკავთ მეთქი, ძალიან გამიკვირდა არსად არ გამიგზავნია.
ხოდა საქართველოს ავიახაზებიდან ვრეკავო :D, კინაღამ მოვკვდი სიცილით
მეთქი ქალბატონო ეგ CV მე 3 წლის წინ გამოვაგზავნე და დღესდღეისობით ვმუშაობ მეთქი 🙂
გამიკვირა სიმართლე რომ ვთქვა, 3 წელი CV_ს შენახვა თუ სდმე ხდებოდა არ მეგონა. . . 🙂

Advertisements

Responses

  1. ომგ
    უნიჭო ტესტირებებზე და გასაუბრებებზე ძაან ვკაიფობ
    ერთი-ორი პოსტი დავწერე კიდევაც გასაუბრებების და ტესტირებების შესახებ )))
    რამდენჯერმე ვიყავი ეგეთზე, შესვლისთანავე რომ მიხვდები რომ აქ 5წუთზე მეტით გაჩერება სისულელეა )))
    ყველაზე მეტად იმაზე ვკაიფობ, მარტო სივის მიხედვით რომ არჩევენ )))

  2. ძალიან საინტერესო იყო ბოლომდე წავიკითხე:) სამსახურის ძებნა მართლაც ტანჯვაა რა, ამდენი უნიჭო და კრეტინი დამსაქმებლის ხელში რა უნდა ნახო ნორმალური 😦

  3. […] https://tatushka55.wordpress.com/2009/05/02/jobs-in-tbilisi/ […]

  4. ისწავლეთ ინგლისური ენა ენის მატარებელისაგან

    პროფესიონალიზმი ~ გამოცდილება ~ ცოდნა


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: