Posted by: tatushka55 | May 1, 2009

“მარცვალი”

არ მიყვარს სევდიანი პოსტები
არ მიყვარს მოწყენილი და პესიმისტური პოსტები
პირიქით, მინდა რომ რაღაცნაირად გავუნაწილო ადამიანებს ჩემში დაგროვილი დადებითი ენერგია, სითბო, სიყვარული
მაგრამ ხანდახან ხარ ადამიანი ცოტა მინორულ ხასიათზე

ჩემი ფეხმძიმობის ბარი უკვე 82% აჩვენებს
სულ მალე მოვა იდ დღეც როსა სამშობიაროში გამაქანებენ და ჩემს ბაიას შევხვდები რეალში
ამ პატარა მოპცუცქნულ მოუსვენარ არსებას, მთელი ძალებით რომ ითხრის გვირაბს ჩემს მუცელში და უკვე ნელ ნელა ღამეები არ მძინავს იმის გამო რომ ზალიან გაიზარდა და ჩემთვის მოსახერხებელი პოზა მისთვის მოუხერხებელია და ზალიან მაწვალებს ხოლმე

მაგრამ ხმას არ ვიღებ, ძალიან მიყვარს, ძალიან
გავუძლებ
ჯერ მარტო ის რომ ის ჩაისახა, ის ფაქტი თუ საიდან იჩეკებიან ეს საოცარი ადამიანური ქმნილებები უკვე მაგიჟებს თავისი გრანდიოზულობით.
როდისღაც სექტემბერში იყო ერთი ღამ ან დღე, ბევრი სიყვარულები, ბევრი მოფერებები და უცებ ჩაისახა ცხოვრება
საოცრებაა რა, მერე რაღაც პერიოდის მერე მე გავიგე ამ არსების შესახებ და ძააააააალიან გამიხარდა, თუმცა რაღაც გარკვეული სიყვარული ვერ ვიგრძენი
13 კვირის თავზე ვიგრძენი პირველი სიყვარული, როცა ეხოსკოპისტმა მითხრა თქვენი ბაია 12 გრამიაო და გულის ცემა მომასმენინა.
ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული და ამ დღიდან ჩვენს ბაიას “მარცვალი” შევარქვით.
მერე მეორე ეხო იყო და მამიკომ ტუჩები დაუნახა, მერე სურათიც გადავუღეთ და ასე მთელი 7 ნახევარი თვეა უკვე ცხოვრობს გოგონა ცემში და მე და დიმას კიდევ უფრო ბედნიერს გვხდის თავისი არსებობით.
ხანდახან დილით ტანსაცმელს რომ ვიცმევ ხოლმე, ვუყურებ და ვფიქრობ რომ ზალიან მომენატრება, მომენატრებს ის ფორიაქი დილაობით რომ იქყებს ხოლმე, მომენატრება ის აურზაური მე რომ საჭმელს შევჭამ ცოტა ხანში ეს რომ ატეხავს ხოლმე სიხარულისგან, მომენატრება მისი ტავის დაფასებები, სხვა ადამიანის ხელის დადებაზე რომ გაიტრუნება და არც კი შეიმჩნევს ხოლმე რომ ეს ხელი მას ეძახის.
გული მწყდება რომ ჩემს ხელებს უკვე შეეჩვია და ისე აქტიურად აღარ ეხმიანება ჩემს შეხებებს და მოფერებებს.
მაგრამ ზატო მამიკოს ხელზე გიჟდება, საკმარისია დიმამ ოდნავ ხელი შეახოს, ან თუნდაც ძალიან ახლოს იწვეს ჩემთან, რო ესეც ეგრევე იქეთ მიძვრება საითაც მამიკოს ხელი ან სხეულია.
მამიკოს გოგოა ალბათ 🙂
ხოდა დღეს დილით უკვე 1 მაისი გათენდა და გავაცნობიერე რომ 1 თვე და 2 ან 3 კვირა დარჩა მის დაბადებამდე
და რაღაც სევდანარევი სიხარულით გავიჟღინთე და ეგეთივე ხასიათზე ვარ ჯერაც კიდევ
ეხლა 33 კვირაზე ვარ და დაახლოებით ამ პოზაში უნდა იყოს ეხლა ჩემი გოგონა

32

Advertisements

Responses

  1. სიმართლე რომ გითხრა, ბავშვი მინდა გავაჩინო მარტო იმიტომ რომ 9 თვე ორსული ვიყო
    ანუ ორსული მინდა რომ ვიყო )))

  2. :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:

  3. Saocrebaaaaaaaa, dzalian minda orsulad viko
    Exla momandome sheni naceriT 🙂

  4. აუ ამასწინათ ვფიქრობდი მაგაზე … -რომ აი ეს სიგნიდან დარტყმები ძალიან მაგრად მომენატრება მერე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ხშირად ვწუწუნებ, განსაკუთრებით – როდესაც ღამე არ მაძინებს : )

  5. მეც ძალიან მომენატრება ჩვენი ბაიას მორტყმები
    და ფეხს რო ამოყოფს ხოლმე =)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: