Posted by: tatushka55 | აპრილი 30, 2009

მინდა

full-20earth2

ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი რამე მინდა
ბევრი რამე ბევრი სფეროდან, ხოდა რაა ტეხავს?
არანაირად, პირიქით ასწორებს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი გინდა ესე იგი მით უკეთესად გაქვს განვითარებული ფანტაზია
ერთიორჯერ ასეთი ნახალოვკა ფრაზებიც მსმენია ცხოვრებაში (მერე რა რო მეც ნახალოვკელი ვარ, იმიტომაც ვაღიარებ რომ ეგ არის ჯერ კიდევ ჭაობში ჩარჩენილი უბანი)
ხოდა რას ვამბობდი, ასეთი ნახალოვკური ფრაზები მეთქი: ” რო გინდა უნდა გეკუთვნოდესო”
ეეეეეეეეეეე, ვითომ რით არ მეკუთვნის?
მეც ამ დედამიწელი ვარ ხოდა ყველაფერი მეკუთვნის რაც მინდა
მთავარია ამ მინდას განხორციელება შევძლო, ისევე როგორც მანქანის ყიდვა შევძელი (ესეც ერთი უდიდესი მინდა იყო ჩემთვის)

ხოდა ეხლა რა მინდა, აი ვზივარ სამსახურში, ვაკეთებ საქმეს, გარეთ თბილა, ფანჯარა ღიაა და ტრასის ხმაური შემოაქვს
ხოდა ეს სურვილიც ასე დაიბადა
მინდა: სადმე ევროპის რომელიმე ქვეყნის ძვეეეეეეელ უბანში ვსეირნობდე
სულ 3 დღით ვიყოთ ჩასულები მე და დიმა და ყველაფერი რომ უნდა მოვასწროთ
ისეთ ქუჩებზე ვსეირნობდეთ სადაც ხალხი ძირითადად სულ გარეთ არის ხოლმე, სადაც პატარა კაფეშკებია გარეთ დასაჯდომი და ლავაჩკები სადაც ყველაფერი იყიდება
მინდა რომ არავის ვიცნობდეთ და არავინ გვიცნობდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან გულთბილად ვესალმებოდეთ იქაურებს და ვუღიმოდეთ.
მინდა რომ იქ ვსვამდეთ მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ყავას, იქვე ჩვენს თვალწინ რომ ადუღებენ, თუნდაც ქვიშაში, და ისეთი გემო რომ აქვს რომ ყოველ საათში ერთხელ ნარკომანივით რომ მირბიხარ და კიდევ და კიდევ სვამ. მერე რა რომ ამის გამო ღამე არ გეძინება, სულ 3 დღე გაქვს იქ ყოფნის, ხოდა თვითმფრინავში დაიძინებ 🙂
მინდა რომ ისეთ საჭმელებს ვჭამდე ცხოვრებაში რომ არ მიჭამია, ძალიან გემრიელებს და ძალიან მსუბუქებს
მინდა რომ მთელი ეს 3 დღე რაღაც საოცრებებში ვხვდებოდეთ, და საოცარ ადამიანებთან ვხვდებოდე
მინდა რომ არ ვფიქრობდე რა ვიყიდო საჩუქრებად, იმიტო რო მარაზმია ხოლმე ამ ფინტიკლიუშკების საჩუქრებად ჩამოტანა, თითქმის უსარგებლო ნივთები იმ ადგილების დროშებით და სახელწოდებებით სადაც იყავი.
ყოველთვის მტანჯავდა ხოლმე ეს საკითხი 😦
რა საჭიროა საერთოდ რომ ჩამოუტანო საჩუქრები? 😦 მაგრამ საქართველოა და ეწყინებათ 😦
ვსიო, ვსიო… ეს დებილური გადახვევა იყო

ხოდა მინდა 3ივე ღამე გავატაროთ 3 ყველაზე მაგარ ღამის კლუბშ ამ ქალაქის
დავლიოთ ყოველ ღამე სამივეჯერ განსხვავებული გასაბურანებელი საშუალებები, კოქტეილების თუ ტაბლეტების სახით
მერე რა რო ნარკოტიკია, სულ 3 ღამე ხარ იქ და ხომ ყველაფერი უნდა გამოსცადო
ბევრი ლამაზი თავგადასავალი, ბევრი სიყვარული, ბევრი სიგიჟე მინდა ამ 3 დღეში გადაგვხდეს თავს
მინდა დავკარგოთ ან მოგვპარონ ბოლო ფული და ბოლო დღე მშიერები დავხეტიალებდეთ აეროპორტში მისვლამდე, მაგრამ მაინც უზომოდ ბედნიერები ვიყოთ

ხოდა მარტო ეს კი არა, ძალიან ძალიან ბევრი რამე მინდა
მეც ხომ დედამიწელი ვარ
………..

Advertisements

Responses

  1. გექნება
    უფრო სწორედ იქნება, ყველაფერი …


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: