Posted by: tatushka55 | April 28, 2009

1 წელი ქორწინებიდან

საოცრებაა, დრო კი არ მიდის მიქრის, არა ქროლვაზე უფრო სწრაფი მოძრაობის აღმნიშვნელი სიტყვა მინდა
ვერ ვიხსენებ, ნუ რაცააა, დრო დროზე სწრაფად მიქრის

თითქმის ყოველი დღე მახსოვს ამ ერთი წლის
საოცრებაა, ისე მახსოვს თითქოს გუშინ იყოო,

დიმასთან ვიყავით სახლში საღამოს, ხოდა კინოს ვუყურებდით მის ოთახში, ნესკაფეს ვსვამდით და სიგარეტს ვეწეოდით.
მერე სახლში წამოსვლის დრო მოვიდა – ტრადიციული დამშვიდობება, ვჯდებოდი მანქანაში, მივქროდი სახლში და ეზოში შესულიც კი არ ვიყავი ეგრევე ვუმესიჯებდი რომ კარგად მოვედი და არ ინერვიულოს.
მაგრამ ამ დღეს წამოსვლამდე რაღაც მოხდა, რაღაც უფრო დიდი და გრანდიოზული, და ძალიან მალე ჩემი ცხოვრებაც შეიჩვალა. თუმცა ერთი შეხედვით არაფერი ყოფილა, მითხრა ძალიან მშვიდად, რომ დაიღალა ასე ცხოვრებით, რომ აღარ უნდა ყოველ ღამე ჩემი გაშვება, ან სახლში დატოვება და უნდა რომ ყოველ ღამე ერთად დავიძინოთ და ყოველ დილით ერთად გავიღვიძოთ.

123
დამაფიქრა
ძალიან დამაფიქრა,
გრძნობებში ეჭვი არც მე არ მეპარებოდა, მეც ზალიან მიყვარდა და მეც მზად ვიყავი ყოველი დღე მასთან ერთად გამეტარებინა. მაგრამ ეს გათხოვებას ნიშნავდა, და რაღაც SOS ზნაკები ჩაირთო ჩემს ორგანიზმში…
28 წლის ასაკშიც კი არ ვიყავი მზად ამ პასუხისმგებლობისათვის, არ ვიცი მეშინოდა თავისუფლების დაკარგვის, არ ვიცი სხვა რამის…
და წავედი, მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი, ეს სცემა ამერიკულ კინოებში ძალიან სტანდარტულად ხდება ხოლმე, ბეჭდით და მუხლის მოყრით სადმე ძალიან ძვირფას რესტორანში.
მაგრამ ეს ვარიანტი უფრო მომეწონა, უფრო თბილი იყო, უფრო ტკბილი და უფრო ემოციური.

მერე ნელ ნელა უკვე მეტი სერიოზულობით დავიწყეთ ამ საკითხზე მოლაპარაკებები, მერე სახლის ქირაობა გადავწყვიტეთ და მაისში ან ივნისში დაქორწინება.
უცებ აღმოჩნდა რომ დიმა და მისი 4 თანამშრომელი სამსახურიდან სტამბულში მიყავდათ 1 კვირიან ტრენინგებზე ალკატელში. კვალიფიკაციის ამაღლების პონტში კურსები იყო. ძაააალიან გამიხარდა და თან გული დამწყდა, 1 კვირა დიმას გარეშე არ ვყოფილვარ 😦 მთელი შეყვარებულობის წელიწადი და 2 თვის მანძილზე.
თუმცა სისულელეა ეგეთ რაღაცეებზე დაგრუზვა, ჩემი თავი დავარწმუნე რომ ესეც გამოცდილებაა ჩემთვის თუ როგორ გავძლებ დიმას გარეშე და რას გავაკეთებ 1 კვირის მანძილზე, მერე ვიფიქრე საჩუქრებზე რასაც ჩამომიტანდა და ვსიო, შევეგუე აზრს რიომ დიმა არ იქნებოდა ჩემს გვერდით 1 კვირა.
მერე ისევ ვეძებდით სახლს, უკვე დედაჩემს და ჩემს დასაც ვუთხარი, ისინიც მეხმარებოდნენ სახლის ძებნაში, მერე ავად გავხდი, რაღაც ვირუსი შემეყარა 3 დღე მაღალი სიცხეებით ვიწექი. აი ამ 3 დღეში ვნახეთ ინტერნეტის მეშვეობით ჩვენი დიღმის სახლი. გამოვჯანმრთელდი თუ არა წავედით ვნახეთ, ცოტა კედლების შეღებვა უნდოდა თორე სხვა ყველაფერი მოგვეწონა, ავეჯიც და განლაგებაც. სხვა სახლებთან რაც მაგ დღეებში ვნახეთ შედარებაც არ არის.

ხოდა გადავწყვიტეთ დიმა რომ ჩამოვიდოდა მაგ სახლში გვეცხოვრა
მანამ ცოტა რემონტი გავაკეთეთ, კედლები შევღებეთ, შტეფსელ-ჩამრთველები და რა თქმა უნდა განათებები გამოვცვალეთ ყველგან.
ამასობაში დიმას წასვლის დღეც ახლოვდებოდა,
ერთი საღამო იყო, ამ სახლის დალაგებით დაღლილები წამოვწექით ვისვენებდით. ხოდა ვწევართ ჩახუტებულები და უცებ დიმა წამოდგა და ბალიშის ქვემოდან რაღაც ამოიღო და მაწვდის. ვუყურებ თვითმფრინავის ბილეთია, თურქიშ ეარლაინს.
– ვაა, აიღეთ ბილეთები უკვე? _ ვეკითხები ხმის კანკალით
_ხოო, აი გახსენი და ნახე _რაღაც ეშმაკურად მეუბნება
 ვხსნი ბილეთს და აშკარად ჩემი სახელი და გვარი აწერია, ვათვალიერებ, პასპორტის ნომერიც ჩემია …
ეეეეეეეეეე, რა ხდებააააააა? ვუყურებ გაოცებული და კითხვებით სავსე თვალებით, თუმცა კითხვაც ვერ გავბედე უცებ.
-მოკლედ შენც ცემთან ერთად მოდიხარ და ეს იქნება ჩვენი თაფლობის თვე
ყბა ჩამომივარდა, რააააააააა? მერე ჩემი სამსახური…
და უცებ გამახსენდა
-მოიცა, მოიცა, შენ ცემი საზღვარგარეთის პასპორტი საიდან გქონდა?, მაგის გარეშე ხო ვერ აიღებდი ბილეტებს?
-ეგ დედაშენთან ჩავაწყვეე _მეუბნება ღიმილით
ნუ ვერ გეტყვით იქ რა ხდებოდა, წივილი – კივილი, ძალიან ძალიან გამიხარდა ეს სურპრიზი. მივქანდი ტელეფონთან ვურეკავ დედაჩემს,
-დედააააააააააააა, შე გამყიდველოოოოო, პასპორტში გამცვალე ხოოოოოოო? _ ვყვიროდი ბოლო ხმაზე

ნუ რა თქმა უნდა სამსახურშიც უპრობლემოდ გამიშვა ჩემმა უფროსმა, რა უნდა ეთქვა …
ხოდა 3 დღეში 28 აპრილი დადგა, აღდგომა დღე იყო და რადგან მეორე დღეს აღარ ვიქნებოდი საქართველოში, ჩემებს ვთხოვე დღეს ავიდეთ მამიკოს სასაფლაოზე მეთქი.
ნუ იქ უკვე ბებიას, მამიდას და მამიდაშვილსაც გავუმხილე და ყველას ძალიან გაუხარდა.
მერე საღამომდე ბარგს ვაწყობდით.
არავინ არაფერი იცოდა, ჩუმად წავედით აეროპორტში, დათომ და ხატიამ წაგვიყვანეს. ხოდა სანამ ზევით ველოდებოდით სხვები როდის მორჩებოდნენ რეგისტრაციას და დაიწყებდნენ ჩასხდომას ავკრიბე მესიჯი ჩემს ტელეფონზე
სადაც ვწერდი რომ ჩვენ მივფრინავთ თაფლობის თვეში, მოგვენატრებით, გკოცნით და სდღაც ღამის 4 საათისკენ დავუგზავნე ყველა ჩვენს მეგობარს. 2მა მოასწრო პასუხი სანამ ტელეფონს გამოვრთავდი და თვითმფრინავში ავიდოდით. მოგვილოცეს მთელი სულით, გულით და უაღრესი გაოცებით, არავინ არ ელოდა :)…
ხოდა აი ასე უცებ აღმოვჩნდი გათხოვილი 🙂

არ ვნანობ არც ერთ დღეს მასთან გატარებულს, პირიქით 1000-ჯერაც რომ თავიდან დამეწყო ცხოვრება 1000ჯერვე ვისურვებდი რომ ზუსტად ასე იყოს ყველაფერი.

მაგრამ დღეს ძალიან მოწყენილი ვარ საშუქრის გამო 😦
ის რაც ყველაზე უფრო მინდოდა მეჩუქნა დიმასთვის აღმოჩნდა რომ ადგილზე არ აქვთ და 10 დღე უნდა ჩამოტანას.
რა თქნა უნდა 10 დღეში ჩამოვა და ვაჩუქებ, მაგრამ დილით მილოცვასთან და მილიონ კოცნასთან ერთად ჩემს საჩუქარს უფრო მეტი ეფექტი ექნებოდა ვიდრე 10 დღის მერე…
თუმცა საჩუქარი -საჩუქარია და მაინც ამ დღისთვის იქნება განკუთვნილი 🙂

Advertisements

Responses

  1. vaime, dzalian avchuydi! gmertma 100 celi gagatarebinot kidev aset bednierebs! 🙂

  2. Genacvaleeee!!! Dzalian Dzalian Miyvarxar =)
    Kiss Kiss Kiss :modi: :modi: :modi:

  3. :რომანწიკა:

    :ჩუყ “ჩუყ:

    გილოცავთ სულით და გულით )))))

  4. OoOoOoOoOo

    Dzaaaalian sakvareli postia, dzalian tbili
    Gilocavt da arasodes ar gagcvetodet eg grdznoba
    Dzalian visiamovne da ganvicade es bolo postebi
    Dzalian sakvarlebi xart suratebshi, da did bednierebas gisurvebdit cxovrebashi

    Kaci rom viko vinatrebdi eget cols :blush:

  5. გილოცავთ, სიყვარულზე დიდი ბედნიერაბა არაფერია.

  6. siamovnebit vkitxulobdi:)

  7. ეეეეეეეე
    რა მაგარი ლავ სთორია :ლოვე:

    პ.ს. ბლოგროლში გამატებ, რამდენადაც მომწონს შენი ბლოგი და თუ არ შეწუხდები, შენც დამამატე 😉

  8. გილოცავთ, ძალიან კარგია ეს ყველაფერი.

    თუმცა ერთი რამე მენიშნა პოსტში 🙂 აი ეს:
    ”გრძნობებში ეჭვი არც მე არ მეპარებოდა, მეც ზალიან მიყვარდა და მეც მზად ვიყავი ყოველი დღე მასთან ერთად გამეტარებინა. მაგრამ ეს გათხოვებას ნიშნავდა.”

    მაგრად ტეხავს, რომ ერთად ცხოვრება მაინც და მიანც ქორწინებას ნიშნავს 🙂
    ნუ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვამბობ, ზოგადად რა 😉

  9. Bas

    ამ შემთხვევაში გათხოვებას ნიშნავდა 🙂
    თორე “ქორწილამდე არ შეიძლება” კომპლექსები მე ნამდვილად არ მაწუხებს 🙂

  10. არა მაგას არ ვგულისხმობ კაცო 🙂 აი აქეთ სანამ დაქორწინედება წყვილი, მანმდე გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვორბენ, ერთ ჭერქვეშ და ნუ მერე ქორწინდებიან 🙂 ”მუვ ინ”-ის კულტურა ვიგულისხმე 🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: