Posted by: tatushka55 | აპრილი 27, 2009

საყვარელი სხეული

პოსტი ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს ქმარუკას
სურათების გადაღება დიდად არ მეხერხება, არც შედევრები გამომდის, მაგრამ ეს არის ჩემი გადაღებული ჩემი უსაყვარლესი სურათი, ამ ზაფხულს გადავუღე დიმას ანტალიის აკვაპარკში და ძალიან ვამაყობ.

ddd

კვირა დრე არის ბოლო 3 წლის მანძილზე ერთადერთი დასვენების დღე კვირაში
ჩემი სამსახურიდან გამომდინარე.
შესაბამისად ეს არის ერთადერთი დღე, როდესაც შემიძლია 1-2 საათამდე ვინებივრო ლოგინში ისე რომ სინდისმაც არ შემაწუხოს და არც მოვალეობებმა. ხოდა მეც მინიმუმ 12 საათამდე არ ვდგები, მითუმეტეს ამ ორსულობისას და მაქსიმუმი 2 საათიც კი ყოფილა, როცა შიმშილმა მაიძულა ამეწია ერტი ადგილი საწოლიდან 😀
ამავე დროს დიმა ჩემზე უფრო ძილისგუდაა და თუ ზალით არ გავაღვიძე 4 საათამდეც შეიძლება ეძინოს მაგრამ ვინ აცლის 🙂
ხოოდა მოკლედ ყოველ კვირა დღეს ვიღვიძებ მე უფრო ადრე და ვათვითცნობიერებ რომ მაღვიძარამ არ გამაღვიძა და რობოტივით აბაზანისკენ არ უნდა წავიდე, და ვაცნობიერებ რომ როცა მინდა მაშინ ავდგები, რომ დღეს ჩემი დღეა და I AM FREE AS A BIRD.
ამის მერე უკვე აღმოვაცენ რომ ჩენს გვერდით რაღაც თბილი, ძალიან ახლობელი, ძალიან საყვარელი და ძალიან გემრიელი სუნთქავს. ბგიჟდები ამ მომენტებზე. ძალიან ძალიან ფრთხილად მივეწებები ხოლმე ისე რო არ გავაღვიძო და მთელი არსებით ვგრძნობ მის სხეულს, მის სუნთქვას, მის სითბოს.
ზე მომენტია დამერწმუნებით ვისაც გაგიცდიათ. 28 აპრილს გახდება 1 წელიწადი რაც ცოლქმარი ვართ და ძალიან ვნანობ ხოლმე რომ ასეთი უსაყვარლესი მომენტები არ მქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე.
ხოდა ასე მიწებებული ვწევარ ხოლმე და ვნებივრობ სანამ სიყვარულის ბუშტი არ გამეხსნება ხოლმე, მეეეერე უკვე ვახრჩობ ხოლმე კოცნებით და ძირითადად ეგრე ვაღვიძებ.
 ხოდა გუშინაც ზუსტად ასეთი დილა იყო, ძალიან ძალიან მაგარი შეგრძნებაა როდესაც გვერდით გიწევს შენი უსაყვარლესი სხეული, რაღაც სულ სხვა სამყაროა, თითქოს თქვენს გარდა დედამიწაზე არავინ და არაფერი არსებობსო.
მოკლედ დიდ გრძნობებს სიტყვით ვერ გადმოსცემენო ასე დამემართა ეხლა მეც, ვეღარ ვაგრძელებ ყველა იმ შეგრძნების გამოხატვას მაგრამ ერტი რამე ვიცი რომ ეს კვირა დილები არასოდეს არ მომბეზრდება ცხოვრებაში, და მინდა რომ ყოველთვის ასეთი ტკბილი იყოს და არასოდეს არ გაიცვითოს ეგ შეგრძნება.
  რაღაც ძაან ემოციური პოსტი გამომივიდა მაგრამ დიდი საფუძველი აქვს. უზომოდ მიყვარს ცემი გიჯ-გადარეული ქმარუკა, თავისი კომპიუტერთან თამაშებისას მოღუნული როჟით, მანქანასთან ლოლიაობის შემდეგ მოყოლილი მაზუთის სუნებით, და მთელი თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით
მიყვარსსსსსსსსსსსსსსსსსსს

Advertisements

Responses

  1. რაღა დაგიმალო და ძლიერ შემშურდა
    ბოლო დროს საშინლად მაქვს აკვიატებული სურვილი, ვუყურო როგორ სძინავს, ან როგორ იშვნეტს თვალებს
    მთლიანად ვიგრძნო მისი ცხელი სხეული დილით

  2. სად არის და რა გიშლის ხელს? :kiss:

  3. +1 😀

  4. აქვეა ახლოს
    ჩემთან
    უბრალოდ სხვადასხვა სახლებში ვიღვიძებთ დილაობით 😉


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: