Posted by: tatushka55 | April 25, 2009

My Magic Diary

diary__notebook

 

დღეს მგონი ერთ ერთ ყველაზე დიდ პოსტს ვაკეთებ
მოკლედ გუშინ ჩემი მეუღლე თავის მეგობრებთან ერთად იყო წასული და გვიან მოვალო გამაფრთხილა
მე რომ დავწექი არ მეძინებოდა და დავიწყე კითხვა
მაგრამ რადგან ჩემი წიგნი სამსახურში დამრჩა, ამჯერად დავიწყე შემთხვევით ხელში მოხვედრილი 2003 წლის ჩემი დღიურის კითხვა
და გამახსენდა რომ დღიურები მაქვს თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე, ანუ გამოდის რომ სულით ბლოგერი ვარ 🙂
გამახსენდა ჩემი პირველი დღიური, მე5 კლასში ვიყავი და მაშინ მქონდა შავი დიდი ტყავის ყდით სქელი რვეული, რომელშიც პირველ გვერდზე ჩემი მწირი სამხატვრო მონაცემებით ცავხატე გოგონას სახე და დავარქვი ლინდა.


ამ დღეიდან მოყოლებული თითქმის წელიწადნახევრის მანძილზე ამ რვეულში ვწერდი ყოველდღიურ თუ რამე მნიშვნელოვან მოვლენებს ჩემი ცხოვრებიდან.
გაგიკვირდებათ მეხუთე კლასელის ცხოვრებაში ასეთი მნშვნელოვანი რა უნდა იყოსო, მაგრამ სწორედ ამ დროს მყავდა უკვე მეორე შეყვარებული ცხოვრებაში. პირველი ბაღში მყავდა 🙂


ხოოდა ამ რვეულში ვიწერდი ყველაფერს რაც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში მაშინდელ პერიოდში, ვწერდი ჩემი ერთადერთი დაქალის თაკო ბარანკევიჩის შესახებ, რომელმაც ერთხელ სახლიდან გამომაგდო იმის გამო რომ ჩოლკა არ შევაჭრევინე 🙂
მაგრამ ეს წყენა მალე დავივიწყე რადგან თაკო იყო ერთადერთი ადამიანი რომელთანაც დღემდე მთელი ცხოვრება მაკავშირებს და დღესდღეისობით არის ჩემი მეჯვარე
ვწერდი იმის შესახებ თუ როგორ ვამწარებდით ბიჭებს და როგორ გვამწარებდნენ ისინი ჩვენ. მაშინ ყველაზე დიდი საშინელება იყო ხოლმე თუ დაგვიჭერდნენ და ბიჭების ტუალეტში შეგვათრევდნენ. და მთელი სკოლის გოგოები გააფთრებული ვიცავდით ხოლმე თავს ამ სასჯელისგან.
შემდეგ უკვე სიყვარულმაც გაიღვიძა ჩემში და აი მანდ მოხდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორც კი ჩემს დღიურში გაჩნდა პირველი სასიყვარულო ჩანაწერები, მაშინვე გავხვრიტე დღიურის მარჯვენა მხარე დირაკოლით, მამაჩემს მოვთხოვე პატარა ლამაზი ბოქლომები რომ არის ის მიყიდე მეთქი და ამ დღეიდან მოყოლებული პაწუკა ოქროსფერი ბოქლომით ვკეტავდი ხოლმე ჩემს დღიურს.
დღემდე მაქვს ის დღიური სადღაც შენახული, გადაჭრელებულია სხვადასხვა ჩაწებებული მაკულატურით, ნაკლეიკებით, შოკოლადის და კანფეტების ლამაზი ქაღალდებით, სურათებით, ფოთლებით და ყვავილების ფურცლებით 🙂
ამის შემდეგ უკვე რამდენიმე წელი ისე ძუნწ ჩანაწერებს თუ ვაკეთებდი ხოლმე,
მეორე სერიოზული დღიური ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ჩემს პირველ დიდ სიყვარულთან ერთად. ვატო უნივერსიტეტში გავიცანი პირველ კურსზე, ნელ ნელა მეგობრობა სიყვარულში გადაგვეზარდა და მთელი 3 წელი ვიყავით ერთად.

ურთიერთობა იყო ძალიან სერიოზული, ძალიან წმინდა და ძალიან თბილი, მთელი სანათესაოების დონეზე, ოფიციალურად ჩემი საქმრო იყო, და ძალიან ძალიან მიყვარდა იმ პერიოდში.

7 თვის შეყვარებულობის შემდეგ მოხდა ის რასაც ჩემი მშობლებისგან აშკარად ველოდი, ზაფხული მოვიდა და დრო დადგა გადაგვეწყვიტა სად დაგვესვენა, შემომთავაზა ჩემთან წავიდეთ კიკეთშიო, დაჩა აქვთ, ხოდა მეც რა თქმა უნდა მინდოდა წასვლა, 10000 თხოვნების, ჩემი და მისი დაჟე მისი მშობლების თხოვნების მიუხედავად, ჩემმა დედიკომ და მამიკომ ვერ გადალახეს სამაგალითო ქართველი მშობლების ზღვარი, როგორ შეიძლებოდა ჩემი გაშვება – ზნეობრივ ნორმებს და მეზობლებს რას ეტყოდნენ მაშინ, ხოდა ასე დაგვაცალკავეს თითქმის მთელი ზაფხული.

ვატო რომ ავიდა კიკეთში, მე სოფელში წავედი და ვიცოდი რომ ზუსტად 19 დღის შემდგ ჩავდიოდი თბილისში, არ მახსოვს რასთან დაკავშირებით და შევთანხმდით რომ იმ დღეს ისიც ჩამოვიდოდა თბილისში და ვნახავდით ერთმანეთს.

ხოდა წავიდა თუ არა ვატო თბილისიდან, ავიღე ერთი რვეული და 19ივე დღის მანძილზე ვწერდი ყველაფერს რასაც ვაკეთებდი, დაჟე ფეხები როდის გავიპარსე და ასე შემდეგ დეტალებში 🙂
მაგრამ რაც მთავარია ვწერდი თუ როგორ საოცრად მენატრებოდა და რა უზომოდ მიყვარდა. ეს რვეული ერთ ერთი საგანძური იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ვატოს რომ არ წაერთვა, ღირსი არ ხარო, დაშორების მერე.
საოცარი 19 დღე იყო აღწერილი, ისე ლამაზად და იმხელა გრძნობებით რომ ფილმსაც კი გადაიღებდა ადამიანი.

19 დღის შემდეგ უბედნიერესი შეხვედრა შედგა და 3 დღე ისევ ერთად ვიყავით. 3 დღის შემდეგ მე ისევ სოფელში მივდიოდი და ვატო ისევ კიკეთში, თუმცა სადღაც 10 დღეში ორივე ქობულეთში ჩავდიოდით და იქ ვნახავდით ერთმანეთს. ამიტომ ეს განშორება ისეთი საშინელი აღარ ყოფილა როგორც ის 19 დღიანი.
წასვლის წინ ვატოს გავატანე ეს რვეული, მეთქი შენ გეკუთვნის და წაიკითხე და რომ ჩამოხვალ დამიბრუნე მეთქი. ეს რა ჩავიდინე…, საწყალი ბიჭი თურმე ამ გვერდების წაკითხვის შემდეგ ისე ნერვიულობდა ჩამს განცდებზე, ისეთი ღაღაცეები დაეწყ რო სულ გამუდმებით მირეკავდა, სიყვარულებს მიხსნიდა და რავი მოკლედ მთელი ის დღეები იმ რვეულის გავლენის ქვეშ იცხოვრა. უბედნიერესი ადამიანი იყო ამ რვეულის წაკითხვის შემდეგ. ესე მითხრა მერე რო ვნახე.
3 წლის მერე ვატოს დავშორდი და ჩემი რვეული სამუდამოდ დარჩა მასთან, არ დამიბრუნა, არ იმსახურებ შენ ამ რვეულსო, და მტელი სცენები იყო. საინტერესოა სად არის დღეს ის რვეული და ვინ წაიკითხა კიდევ ვატოს გარდა?

არა რაღაც ძალიან გრძელი გამოდის და ალბათ ჯობია აქ დავასრულო და მეორე ნაწილი ცალკე დავწერო 🙂
თორე ეს უკვე ჩანაწერი კი არა მოთხრობა გამოვიდა 🙂

 

 

111111111

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: