Posted by: tatushka55 | April 22, 2009

თბილისის ფორუმი

რეგისტრაცია: 2005წ. 9 ოქტომბერი
ნიკი: TT+
სქესი: მდედრობითი
და ასე შემდეგ

forumge_thumb4

 

წარმოდგენაც კი მიჭირს რომ 4 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ფორუმ.ჯი აღმოვაჩინე სულ შემთხვევით და რაც ეს ფორუმი ჩემი ყოველდღიურობის თანამგზავრი გახდა
ყველანაირ ინფორმაციას ფორუმით ან სხვა ინტერნეტ საშუალებებით ვგებულობ 🙂
ჩემი მეუღლეც კი ინტერნეტით გავიცანი: არსებობდა კლუბი STREET RACING GEORGIA, სადაც მყავდნენ ნაცნობები, არსობობდა ფორუმზე ავტომობილების განყოფილება სადაც მყავდნენ მეგობრები, და არსებობდა ჩემი ახალი გატაცება – ავტომობილები. ხოდა აქედან რუსთავში, რუსთავიდან 55 სკოლი წინ, სკოლიდან კუტუზოვზე, კუტუზოვიდან ისევ 55 სკოლის წინ, ქროლა, რბოლა და ცხოვრება იყო მშვენიერი
მერე დიმაც გავიცანი ასევე ჩერეზ ფორუმი, თუმცა ვიცოდი რომ ეგეც STREET RACING GEORGIA_ს წევრი იყო. ხოდა რაღა გასაკვირია სიმპატიები რომ გამჩენოდა 🙂
კიდევ ვიპოვე ძალიან ბევრი მეგობარი, ბევრი თანამოაზრე და საერთოდაც ძალიან მიყვარს ვირტუალური სამყარო.
მართალია ცხოვრებაში არც სიმორცხვის მაგვარი მაწუხებს რამე, არც კომპლექსიანი ვარ, მაგრამ აქ ინტერნეტში რაღაც უფრო სხვანაირად ხდება ყველაფერი
აქ ბარიერები არ არსებობს
აქ მხოლოდ სურვილია და მიზანი
დანარჩენს შენ აკეთებ და ქმნი ყველაფერს
ძალიან საინტერესოა უცხო ადამიანების აზრები, ახალი საინტერესო ინფორმაციები, რჩევები, ჭორაობა და დროის გაყვანა
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ, აი რატომ იყო ინტერნეტამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი
დღესდღეისობით კი ჩემმა 2 წლის დისშვილმა ძალიან კარგად იცის მაუსის ხმარება, ბაბილინას საიტებს ითვისებს და ისრუტავს და ყველაზე მეტად რაც მევასება ეს არის საბავშვო საიტი Y8 _ სადაც გოგონებს აცმევ და ხდი შენი გემოვნებით
და ეს ბაიაც ზის და ურჩევს ტანსაცმელს თავის ვირტუალურ დაქალებს თუ თოჯინებს 🙂
პრიკოლია
მე კიდევ მთელი ბავშვობა ხეებზე ვიჯექი და წიგნებს ვკითხულობდი ან ეზოში ვიყავი და წრეში ბურთს და რეზინობანას ვთამაშობდი
თუმცა ესეც საჭიროა თავისთავად 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: