Posted by: tatushka55 | April 21, 2009

20 აპრილი

ასე კარგად დიდი ხანია უკვე აღარ მიგრძვნია თავი
ყავით და სიგარეტით დაწყებული დილა, მერე გეეემრიელი და ხანგრძლივი აბაზანის მიღება
მერე ცოტა ხანი ლოგინში ნებივრობა კომპიუტერთან ერთად
ამასობაში დიმაც მოვიდა, გამოვიპრანჭე, გემრიელად ვისადილეთ და წამიყვანა სალონში თმის დასასწორებლად
ყველაფერ ამ სიამოვნებებს ერთვოდა მშვენიერი ამინდი,
მერე მეორე სალონშო გადავბარგდით –  ზიზიში, ხატია მელოდებოდა, ფრჩხილები უნდა გაგვეკეთებინა
ჯერ მე გავიკეთე ფრანგული მანიკური, ძალიან მენატრებოდა, მერე ხატია რო დაჯდა მე წავედი ვისეირნე სანამ მორჩნენ
მერე ავედით ხატიასთან, ბიჭები იქ იყვნენ
ბიჭებმა და ხატიამ ისადილეს და სასტავი ავყარეთ კუს ტბაზე წავიდეთო, ძლივს დავითანხმე, ეციებაო, ქარი იქნებაო, ესაო ისაო
არადა ავედით და საერთოდ არ ციოდა
2 წრე ისე დავარტყით კაციშვილს ხმა არ ამოუღია, პირიქით ძალიან ნასიამოვნები წამოვედით სახლში
რაღაცნაირად ენერგიით ავივსე და ძალიან კარგი იყო
მერე თაკოსთან წავედით, დიმას მეგობართან, ბაია ვნახე ახალდაბადებული 3 კვირის 🙂
ძაან მაგარი როჟაა, ხელში ავიყვანე მაგრამ თავი არ ვიცოდი როგორ დამეჭირა და დამცინეს, არადა ისეთი სათუთი ვინმე იყო მეშინოდა რამე არ ტკენოდა
თაკოსთან რომ ვიყავი დავიკომ და ხატიამ დარეკეს ხინკალი გვინდა და წამო სადმე ვჭამოთო
გადავწყვიტეთ “ბეღელში” წავსულიყავით, ერთადერთი ადგილია სადაც ხინკალი იყიდება და სადაც მე ვთანხმდები შესვლაზე
მაგათი ჭვიშტარი მიყვარს ძალიან, მაგრამ გუშინ საშინლად გამაბრაზეს
სანტალის გრეიფრუტის წვენი ვთხოვე და რაღაც ამჟავებული მასა მომიტანეს 😦 ძალიან გავბრაზდი და ვუსაყვედურეთ კიდეც, მაგრამ მაგითი ხომ არ გავიფუჭებდით ხასიათს
სასიამოვნო საღამო გავატარეთ და შევთანხმდით თბილი საღამოები ამის მერე სულ კუს ტბაზე გაგვეტარებინა
ასევე მინდა რომ კვირა დღეები მთაწმინდის პარკში გავატაროთ ხოლმე
ამასობაში უკვე 12 ხდებოდა და წამოვედით სახლისკენ, გვიან არ ვიძინებ ხოლმე როცა სამსახურში ვარ წასასვლელი

ჩემი დღევანდელი სურათი
უკვე 7 თვის და 1 კვირის ვარ
მერვე თვეში გადავბარგდი 🙂

7-tvis-da-1-kviris

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: