Posted by: tatushka55 | აპრილი 10, 2009

Baby Weight

დღეს შედარებით კარგ ხასიათზე ვარ ეხოს მერე რადგან გოგონამ სახე გვანახა 🙂
ძალიან საყვარელი და მოპუსკნული გოგონაა, მამიკოს ცხვირი აქვს ცოტათი აპრეხილი რამაც უზომოდ გამახარა
ყველაზე მეტად მაგას ვნატრობდი რომ მამიკოს ცხვირი და თვალების ფერი ქონდეს მეთქი
მაგრამ თვალების ფორმა ჩემი მინდა რო ქონდეს 🙂 მე უფრო დიდი თვალები მაქვს 😛
ხოდა თვალები ჯერ დასიებულივით აქვს და თანაც მუდმივად დახუჭული და რას გაიგებ, დანარჩენი რომ გაჩნდება მერე ათვალიერეთო ასე მითხრა სოფომ, ვინც ეხო გამიკეთა
საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ რომ არა ერთი ჩემთვის თავზარდამცავი ამბავი, ბავშვი ცოტა მეტია წონაშიო ვიდრე ამ 30 კვირაზე უნდა იყოსო და ეს არის ჩემთვის ყველაზე ცუდი რამ 😦
საოცრად არ მინდა რომ ბაია წონაში დიდი იყოს რო მერე საკეისრო გავიკეთო 😦
უკვე პათოლოგიაში გადამდის ეს წონის პრობლემა რაა, ჯერ იყო და მე ვიზღუდავდი თავს არ გავსივდე მეთქი, აჰა არ გავსივდი, მაგრამ ეხლა ბაია იმატებს წონაში
ვეღარ გაიგებ რააა
მოვედი თუ არა სამსახურში, ყველას გავუზიარე ეს ამბავი, შევფრინდი ფორუმზე იქაც დავწერე, დედაჩემმა დამირეკა მასაც ვუთხარი, ბელას დავურეკე და მოკლედ ჭკუაზე არ ვარ, სერიოზულად ვარ აღელვებული
ერთადერთი ის მამშვიდებს რომ სამშაბათს მიწევს კონსულტაცია ჩემს ექიმთან, რომელიც ვიცი ამ ამბის გამო პანიკაში ჩამივარდება რადგან ვერ იტანს ბავშვებს რო ძალიან ზრდიან შიგნით მშობლები თავისი ღორმუცელობის გამო
თუმცა იმედია გამიგებს რო ეს ჩემი ღორმუცელობის გამო არ ხდება, პურს საერთოდ არ ვჭამ, ტკბილეულობასაც ზომიერად და სალათის ფურცლები თუ ასუქებს ჩემს ბაიას აღარ ვიცი 😦
ხოდა მოკლედ იმედია ნანა ექიმი რამე რაციონალურ დიეტას დამინიშნავს, თან იმედია ცოტა დათბება რო ბევრი ვიარო თორე სულ უმოძრაობაც ხელს უწყობს ამ ყველაფერს 😦
არადა ისედაც გაციებული ვიყავი და ამ სიცივეებში გარეთ ხომ ვერ ვიბოდიალებდი, თან ფორუმზეც დამამშვიდეს გოგოებმა რომ ეხო წონის გაგებაში ზუსტი არასოდეს არ არის და ხშირად 200-300 გრამსაც კი ცდებაო
მოკლედ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო ეგრეა ჩემი ამბავი
მინდა ცხოვრება წონის პრობლემების გარეშე,
ბელამ მეც ეგრე ვიყავიო არ გახსოვსო? მე არ ვიმატებდიო და მარიამი კიდე ბამბაოზიკი დაიბადა და ამის გამო გაუკეთეს ბელას საკეისრო
არ მინდა საკეისროოოოოოოოოოოოოო
არ მინდააააააააააა

არადაა კიდევ 2 თვე წინაა და კიდევ რამდენს მოიმატებს თუ კარგად არ მივხედე ღმერთმა უწყის 😦

ესეც ჩემი პატარა კრასავიცა

photo0078

Advertisements

Responses

  1. aaaaaaaa არ ვიცოდი ასე ნათლად თუ ჩანდა ექოზე ბავშვის სახე
    რა მაგარია
    ოგორ სძინავს :*


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: