Posted by: tatushka55 | აპრილი 8, 2009

April 8,

ძალიან მტკივა მუცელი 😦 დილის მერე 😦 და რაღაცნაირად ვგრძნობ თავს, თითქოს გასკდებაო იმხელაზეა გაბერილი და რა ხდება ვერ გამიგია 😦 დილიდან ასე ვიყავი ადგომისთანავე, დაჟე ღამეც მაწუხებდა დილით მე და დიმა წავედით ჰიპოკრატეში 4D ექოსკოპიაზე, მალევე მოგვიწია რიგმა მაგრამ ვერ დაინახა ბაია ხერხემალზე იყო აკრული და სახეს არ გვაჩვენებდა :(, ამაყენა გაიარ გამოიარე იქნება შემობრუნდესო, ვისეირნეთ ცოტა მე და დიმამ, ვეფერეთ ორივემ ვეხვეწეთ მოტრიალდიო და ისევ შევედით და ისევ ამაოდ მოკლედ პარასკევს დამიბარა თავიდან, იმედია ზეგ მაინც გამოჩნდება ხოდა ხასიათი კიდე უფრო გამიფუჭდა და ვზივარ ეხლა სამსახურში, ნახევრად აქ ვარ ნახევრად არ ვარ… საჰაერო ბუშტი მგონია ჩემი თავი და იმდენ სიცარიელეს ვგრძნობ ამ გაბერილი მუცლის შიგნით რომ მგონია ავფრინდები 😦 მოკლედ ჯერ 12:41 _ია და რაღაც დურაკულად ვარ, იმედია მთელი დღე არ გამყვება, არადა სახლში წავიდოდი და დავიძინებდი სიამოვნებით

 

 

*********************

 

ხოო კიდე ერთი კრეტინიზმი 😦 ალბათ ეგეც ჩამყვა წუხელ ძილში და მაგითაც არის გამოწვეული ჩემი ხასიათი
რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა მკერდზე ოპერაცია გაიკეთა, ხოდა სამწუხაროდ ეს პერიოდი ჩვენს იქ გადასვლას დაემთხვა
ხოდა ნუ გუშინ მობრწყინდნენ დედაჩემის “გოგოები” ანუ დაქალები
სანახავად და დასაფასებლად, ამ დროს კიდე ეს ნაოპერაციები ქალი შლის მაგიდას და ემსახურება თავის 6 დაქალოჩკას
მარაზმია უმაღლესი დონის, საერთოდაც არ ავდგებოდი ლოგინიდან…
ხოდა მოკლედ მივედით საღამოს მე და დიმა სამსახურის მერე, ორივეს მააააგრად გვშია და სამზარეულოში კიდევ უხვად გაშლილ სუფრასთან სხედან პრინცესები და “ხმაურობენ” სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
ბზუიან _როგორც ჩემმა მეგობარმა შოთამ იცის ხოლმე გამოთქმა
ნუ შევედი, მივესალმე, იმათმაც არ დააყოვნეს ატყდა ჩემი მუცლის და გარეგნობის განხილვა, დიმაც მიესალმა და ეგრევე გავიდა ოთახიდან, მე აქ ვერ შევჭამო 😦 და წავიდა დათოსთან ჩვენს სიძესთან
ვოტ ბიდააააააააა, რა ჯანდაბაა რა, იმენნა ვინანე რო ისევ მარტო არ ვცხოვრობდით 😦
ნუ შევედი სამზარეულოში, დავიწყე ვახშმობა, და ჩემს დას ველაპარაკები ვცდილობ არ გავიგო მათი აზრები პოლიტიკაზე, იმიტო რო ჯერ ერთი საერთოდ არ მაინტერესებს და მეორე ამათი აზრები ხო საერთოდ ნულოვან კომპეტენციასაც კი სცილდება
ნუ მე ჩემთვის მშვიდად ვჭამ და ერთ ერთმა წამოიწყო თემა ცოლ ქმრის ურთიერთობაზე, თურმე დილით რაღაც გადაცემას უყურა და უნდა გაგვაცნოს შინაარსი 🙂
მოკლედ დილით ერთ ერთ არხზე (რომელი გვაქვს ქართველებს ნორმალური :D) ერთ ერთ დილის გადაცემაში უსაუბრია ერთ ერთ მამაოს ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე
ნუ ეხლა ზუსტად რა ილაპარაკა იმ ადამიანმა მე არ ვიცი, მაგრამ ამან როგორც გადმოგვცა, მამაოს უთქვამს რომ ცოლ ქმარს ძალიან იშვიათად უნდა ეძინოს ერთადო და ფეხმძიმობისას ხო საერთოდო, არც კი უნდა შეეხონ ერთმანეთსო. ნუ ამან ეს თქვა და ატყდა ერთი ამბავი, გარჩევა- გამორჩევა. კინაღამ გადამცდა საჭმელი, ნუ როგორც იქნა ვჭამე და ეგრევე გავედი გამოვიცვალე და ჩემს ოთახში შევედი და მაგათ წასვლამდე ცხვირიც არ გამომიყვია გარეთ
ეხხ, არ მესმის რელიგია რატომ უნდა ერეოდეს ამ დონეზე პირად ცხოვრებაში, რომ მამაოებს ამის განხილვის და ამაზე საუბრისთვის ეთერს აძლევდნენ. არადა ფორუმზე რომ შეიხედონ მშობელთა კუთხეში სპეციალურად მაგისთვის მიძღვნილ თემაში, ალბათ ანათემას გადაგვცემენ ყველა ჩვენგანს 🙂

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: