Posted by: tatushka55 | მარტი 10, 2009

DABUDA

ეს პოსტი მინდა მივუძღვნა ჩემს უსაყვარლეს მანქანას
ჩემს BMW 320 Coupe_ს, ჩემს ოცნებას წლების მანძილზე
მახსოვს რამდენი ვიწვალეთ მე და დიმამ სანამ დაბუდას ვიყიდდით, მაშინ ჯერ კიდევ ნინჯა ყავდა დიმას
ყოველ დღე მაიავტო.ჯი_ზე ვიჯექით, საღამოობით ვნახულობდით სხვადასხვა მანქანებს და ვერ ვარცევდით საუკეთესო ვარიანტს
ბოლოს უკვე იმედები რომ გადამეწურა, დიმამ აღმოაჩინა დაბუდა 🙂 ბათუმში ყავდათ
დავურეკეთ მის პატრონს გიოს და კვირას ჩამოდით განახებთ უპრობლემო მანქანააო
მართლაც კვირას გამტენიისას ჩავასხით ნინჯულაში ბენზინი პოლნი ბაკი და წავედით ბათუმში, მაშინ ჯერ არ ვიყავით დაქორწინებულები
ხოდა რაღაც ძალიან დატანჯვა, მაგრამ ძალიან რომანტიკული პაეზდკა იყო
ჯერ ერთი რო ნინჯას აკუმულატორს დედა არ ყავდა და დაგორებით ვძრავდით, მერე მეორე გაწვიმდა და მთელი გზა ცუდი ამინდი დაგვემთხვა
აქედან ლანჩხუთში შევიარეთ რაღაცეები გამოგვატანა ეკამ
მერე უკვე აჭარაში ძალიან მაგრად წვიმდა და გაგვიფუჭდა ხასიათი, თანაც საკმაოდ ციოდა
გიოს თეატრთან შევხვდით, გვანახა მანქანა, მოგვეწონა, დავჯექით ატარა დიმამ დაევასა კარგად დადისო
ნუ პროფილაქტიკაში მივიყვანეთ, ავწიეთ, ყველაფერი რიგზე იყო, მოკლედ შევუთანხმდით რომ ხუთშაბათს ჩამომიყვანდა მანქანას.

მერე დავემშვიდობეთ გიორგის, დიმამ საბურავები უყიდა იქვე ჩემს მომავალ მანქანას
და წავედით ახალი ნატების ბათუმის მაღაზიაში შევიარეთ რაღაცა უნდა წამომეღო 🙂
მერე შევედით ბარში, გეეემრიელად ვისაადილეთ, ცოტა ვიბოდიალეთ წვიმაში, ძალიან გვინდოდა დარჩენა
მაგრამ ცალკე დედაჩემი გაიპუტავდა და თან სამსახურშიც უნდა ვყოფილიყავი მეორე დღეს
ხოდა წამოვედით უკან, ნელ ნელა უკვე ბნელდებოდა, საშინელი თავსხმა წვიმა დაიწყო
დიმა იყო თან წინა ღამის უძინარი, მანქანას აკეთებდა რომ ამხელა გზაზე რამე არ მოსვლოდა
თან დაიღალა მთელი დღე მანქანაზე ჯდომით, თან უძილო, თან ასეთი ბანძი ამინდი
მოკლედ საშინლად ვიმგზავრეთ, ჯერ ბათუმის პერევალები ძლივს გადმოვლახეთ, მერე რიკოთი
და უკვე ხაშურს რო გამოვცდით დიმას თითქმის ეძინა
სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, იმ სიცივეში ფანჯრებს უწევდა რო გამოფხიზლებულიყო
მერე მეც გადამედო, ტან ნინჯას ფეჩი მაგრად ათბობს და მეც მომეძინა და აი მანდ დაგვერხა
საშინელმა სიგნალებმა თუ რამ გამაღვიძა არ ვიცი, ავტობანზე პროწივზე მოვდიოდით
ვაიმეეეეეეე, ყველა ფარებს გვინთებდა, გვისიგნალებდნენ, რაღაც საოცარი შიში ვჭამეთ
მერე გადაგვიარა და ისევ მოვდუნდით, უკვე საკმაოდ გვიანი იყო და ვსტრეჩნი მანქანებიც არ გვხვდებოდნენ რო ფასებს გამოვეფხიზლებინეთ და ამ დროს გალუცინაციები დამეწყო
თან მოგვშივდა, თან ბენზინი გვითავდებოდა, სადღაც გადაკარგულში ძლივს ჩავასხით ბენზინი, ფული 1 ლარი დაგვრჩა და სნიკერსი ვიყიდეთ და გავიყავით
ხოდა მოკლედ დაააააააააატანჯულები ჩამოვედით თბილისამდე, მაგრამ სახლთან რო მიმიყვანა იმენნა არ გვინდოდა ერთმანეთის გაშვება, ისე ვიყავით რაღაცნაირად…

ხოოდა, ხუთშაბათს მართლაც ჩამოვიდა გიორგი, წავედით საპატრულოში, გადავიფორმე
ნათიამ ნომრები ამაღებინა. სულ ანი სერიები იყო და საშინლად არ მინდოდა
ხოდა ავიღე ნომრები DBD-505 და აქედან დაიბადა მისი სახელიც, იმ დღესვე შევარქვი დაბუდა

აქედან მოყოლებული არაერთი ბედნიერი დღე მაქვს ამ მანქანასთან ერთად გამოვლილი, 2 დღიანი ტური ბათუმში ახალი ნათების ახალი მაღაზიის გახსნაზე
ერთხელ ვისოლის კალონკაზე წინ რომ მწვანე დამცავი ტრუბებია მაგაზე ცოტათი შეხტომა
ახალ წლებზე საოცარი ყინვები რომ იყო და დიდი თოვლი, მთელი 17 დღე ჩემი სამსახურის ეზოში რომ გაატარა, როგორ მენატრებოდა
მერე საღამოობით დიმამ რო ნინჯა გაყიდა, მე რო ვტოვებდი ხოლმე დიმას სახლში და მარტო მოვდიოდი სიამაყით სავსე
მერე პატარ-პატარა ხულიგნობები და გონკაობები
მერე ირაკლის M3_ის სპოილერი მაჩუქა, დიმამ ანგელოზები, ქსენონები და წარბები
ყველაფერი ეს დავუყენეთ და ზაან მაგარ ვიდზე მოვიდა მანქანა
მერე ჩვენი დაქორწინება, 2ვეჯერ დაბუდათი ვიყავით სიღნაშღი, ხელის მოწერის და ჯვრისწერის დღესაც
სტამბულში გლუშიტელის და რაღაცეების სანახავად სიარული და ცარცერის კიდვა ტუნიინგ მაგაზიასჰი, რომლის მერეც ოფიციალურად გახდა BMW  DABUDA
მერე აქ Top Speed_სი საკაიფო გლუshიტელის კიდვა, რომელსაც საოცარი ხმა აქვს
მერე ერევანში გასეირნება 1 დღით გონკებზე
მერე სიონში დანგრეულ გზებზე სიარული ზაფხულში
და ნუ რავი რომელი ერთი ჩამოვთვალო :(, მერე ახალ სახლში გადმოსვლა
კარების დაჩხაპნა, სარკეების მოპარვა და მერე დაეწყო ნელ ნელა პრობლემები და უკვე უზომოდ დიდი თანხები მეხარჯება მის შენახვაში
ეხლა გადაწყვეტილია რომ უნდა გავყიდო, მაგრამ ჯერ ისევ რაღაცეები აქვს გასაკეთებელი
არადა რომ ვიხსენებ ერთად გატარებულ წელიწადნახევარს, რომ ჩემი პირველი მანქანაა და რომ ძალიან ზალიან მიყვარს, ძალიან გული მწყდება და არ მინდა რომ გავყიდო
მაგრამ რა ვქნა, იმდენი საშუალება არ მაქვს რომ ეგეც დავიტოვო და სხვა ვიყიდო 😦
მიყვარხააააააააარ, ჩემო ლამაზუნა მანქანააააააა

dsc_13934

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: