Posted by: tatushka55 | მარტი 6, 2009

My First Money

დღეს www.conference.ge_ზე წავაწყდი ძაალიან საინტერესო თემას
“ცხოვრებაში პირველი ფული როდის და როგორ გააკეთეთ?, პრაქტიკული ცხოვრებისეული ნაბიჯები”
http://www.conference.ge/tsxovrebashi-pirveli-fuli-rodis-da-rogor-gaaketet-t3025.html

და იქაც დავპოსტე ეს ჩემი პირველი ცხოვრებისეული გამოცდილება
აქაც მინდა დავწერო, რადგან მართლა ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი

ჩემი ისტორია ასეთია:
ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, სადღაც 22 წლის ვიქნებოდი, მე და გოგოები ვართ ურეკში დასასვენებლად
საღამოა და რეკავს ტელეფონი, აბსოლუტურად უცხო ნომერი,
ვპასუხობ, მესმის Hი თატა, გამიკვირდა და ვკითხე ვინ ხართქო
ნუ აღმოჩნდა რომ რეკავდა ვინმე ასტერი, ფილიპინელი ტიპი, რომელიც საქართველოში მუშაობდა ბაქო ჯეიჰანის პროექტზე ერთ ერთ მონაკვეთზე
ნუ აღმოჩნდა რომ ბაზრობაზე უყიდია ჩემი სიძის ნახმარი მობილური, რომელმაც არც კი წაშალა ნომრები ისე გაყიდა ტელეფონი
ხოდა ეს ასტერიც დადგა და ყველას დაურეკა იმ იმედით რომ ვინმეს ინგლისური სცოდნოდა
არავის არ იცნობდა საქართველოში და თავს ძალიან მარტო გრძნობდა
მერე ძალიან მთხოვა ხანდახან დაგირეკავ ხოლმეო, 2 კვირის მერე დავბრუნდით თბილისში
და ეს სულ რეკავდა ეს პერიოდი, და ერთ დღესაც მეუბნება კვირას თბილისში ჩამოვდივარო
და შეგიძლია თუ არა ჩემი გიდი იყოო, ნუ მეც მაშინ ჩიტივით თავისუფალი ვიყავი, უნიივერსიტეტი 2 კვირაში მეწყებოდა და დავთანხმდი
შევხვდით მე და ჩემი დაქალი, მოვატარეთ მთელი თბილისი, ვუყვებოდით ისტორიებს, საკმაოდ საინტერესო კაცი აღმოჩნდა არ ვამთქნარებდით მთელი დღე
ხოდა მერე საღამოს ჩამოაკითხა შოფერმა და წაიყვანა უკან ბანაკში, 100$ დამიტოვა ხელფასად იმ ერთი დღის გიდობისთვის
ეს იმხელა ფული იყო, იმხელა მაშინ რო ჭკუაზე არ ვიყავი, თან კონვერტით გადმომცა
ისე დავიბენი, ისე რო რაღაც ძალიან მოულოდნელი იყო
მაგრამ ძალიან კარგად მახსენდება ეს პირველი ჩემი ფული

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: