Posted by: tatushka55 | თებერვალი 6, 2009

Woman Talks

ვინაიდან და რადგან ამ ორსულობაში ზმანების სიყვარული გამიორმაგდა და ჩემი შოპოჰოლიკობა ოფრო გააქტიურდა
ვეღარ ვშორდები ონლაინ მაღაზიების საიტებს
საოცარი მიზიდულობა აქვს, ავირჩეეეეეეევ, ჩავყრი კალათაში, მერე თანხა არ მომეწონება რაღაცეებს ამოვაკლებ, რაღაცეებს შევცვლი და აი ასე ვარ ერთ ამბავში
არადა ბოლო არ უჩანს, ყოველ დღე მიზიდავს რომ ავკრიბო ონლაინ მაღაზიების მისამართები
მოკლედ რა მეშველება არ ვიცი, არადა კრიზისიაო იძახიან და ხალხი ფულებს ინახავს, მე კიდე მესამე შეკვეთა მაქვს უკვე ვირტუალურ სივრცეში გაშვებული 🙂
არადა რა მიმზიდველია ეს ყველაფერი, თვით საორსულო ტანსაცმელიც კი, და თავის მოვლის საშუალებებზე ხო საერთოდ ვჭედავ
მაინტერესებს რამდენი ცალი და რამდენი ბრენდის ტუში უნდა დამიგროვდეს რომ ჩემი თვალი გაძღეს
11 ცალი უკვე მაქვს სულ სხვადასხვა ბრენდები, მარტო 2 ცალი მაქვს ესტე ლაუდერის, დანარჩენი სულ სხვადასხვა
არადა რომ შევდივარ ხოლმე საიტებზე რატომღაც მაინც ტუშით ვიწყებ ძებნას
მოკლედ ფსიქოლოგი მჭირდება რააააააა 😀
ხოდა ამას წინათ GAP ის საიტზე ვნახე ძალიან საყვარელი იუბოჩკა და რადგან ვერ გამოვიწერე ავდექი და ფერადად ამოვბეჭდე და წავიჭე ჩემს გოგოენთან სახელოსნოში და შემიკერეს
სხვათა შორის იმაზე იაფი დამიჯდა რაც იქნებოდა გამოწერა + ტრანსპორტირება, თან ზუსტად ჩემი ზომაა, და თან ნაჭერიც მე შევარჩიე
არადა მართლა საოცარი მოთხოვნილება მაქვს რომ კარგად გამოვიყურებოდე, აი რაღაც არანორმალური
გუშინ გამოვიპრანჭე და ჩემს გოგოებთან შეკერილ მაღალქუსლიან ჩექმოჩკებზე შემოვხტი და ყველა მეუბნებოდა რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და ძალიან მსიამოვნებდა
არადა ექიმმა დაბლებზე მირჩია სიარული 😦
არადა დაბალი ჩექმები + ჩემი ამხელა ღიპუცა და + მაინც ოდნავ დაკარგული ფორმები და მეჩვენება რო კალაბოკს ვემსგავსები ხოლმე
ხოდა აი ესეთი სისულელეებით მაქვს გამოჭედილი თავი

dsc_3394
ამ კვირაში 5 თვის გავხდი და 4 თვეღა დამრჩა და ველოდები მოუთმენლად როდის გამოიჩეკება ჩემი გოგონა
Gუშინ საღამოს მერე მე და თეო Coffee.ge_ში შევედით საღამოს, თაკო და თავისი მეგობარი ნატუკა იყვნენ
რამდენი ხანია მარტო გოგოები არ შევკრებილვართ, გაასწორა გემრიელმა ნამცხვარმა და გოგოშკურმა საუბრებმა
მერე თაკო დავტოვეთ და ჩემთან ავედიტ ხატია დათო და ბაია იყვნენ
თეოც ჩემთან წამოვიდა და ერთი საათი იყვნენ
დეაკომ დედა უტირა სახლს, ყველაფერი თავდაყირა დამიყენა, მაგრამ ეს არის ჩემი სიცოცხლე, ვაფანატებ მე მაგ გოგოზე

Advertisements

კატეგორიები

%d bloggers like this: