Posted by: tatushka55 | თებერვალი 3, 2009

My Weekend

რაღაც გემრიელი ვიკენდი მქონდა 🙂 კარგად დასრულდა ეს თვე
შაბათს გადავწყვიტეთ რომ საღამოს წავიდოდით ლონდონ პაბში, შევთანხმდით საათზე და ყველაფერზე
ბექთაფარი უკრავდა რეგეს, ხოდა ჩვენც ავიტაცეთ
მოკლედ სამუშაო დღე დასრულდა და ავიღე მე ჩემი ფერადად ამობეჭდილი საორსულო ტანსაცმელის სურათები და წავედი სახლისკენ
თაკოს ველაპარაკე 8 საათზე გოგოებთან გელოდები ვაკეშიო, სახელოსნოში უნდა გავსულიყავით რომ ვანახო ეს სურათები კაბების შესაკერად
სადღაც 8სკენ დიმაც მოვიდა და ძალიან დაგრუზული იყო, ყველამ გადაგვაგდო აღარავინ აღარ მოდისო
ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექით ორივე ძალიან გვინდოდა წასვლა, ნუ რაღას ვიზამდით ჩავიცვით და წავედით გოგოებთან
იქ დაახლოებით 1 საათი გავჩერდი, ნაჭრები ავარჩიეთ, მოდელები ავარჩიეთ, ზოგან რაღაცის შეცვლა გადავწყვითეთ
ამასობაში 1 საათი გავიდა, თან ჭორაობაშიც, რამდენი ხანი იყო სახელოსნოში აღარ ვყოფილვარ
მერე დიმას შიოდა და მე, თაკო და დიმა წავედით ბეღელში, ძალიან მიყვარს ბეღელი რატომღაც
მე ჭვიშტარი და ოლივიე ვჭამე, ვგიჟდები მაგათ ჭვიშტარზე, თან გაბრაზებულები და დაგრუზულები ვჭორაობდით რატომ გადაგვაგდო ყველამ
ამასობაში საშკამ დარეკა სად ხართო, მოვიდნენ საშკა, კოკო და ტუჩკა
მაგრად გაასწორა, კაკრას ჭამა დამთავრებული გვქონდა და გადავიხადეთ და წავედით ეგრევე გავგაზეთ ლონდონ ფაბში 🙂
მივედით გემრიელად დავსკუპდით, ბექაც ვნახეთ, ამასობაში თენგო და კეთიმ დარეკეს ჩვენც მოვალთო, ძაააალიან გაგვიხარდა
ძალიან საკაიფო საღამო გავატარეთ, მერე ირაკლი მოვიდა, მერე ლეკინო და ვიღაც გოგო
ვცეკვავდით დაგაღლამდე, მერე ტუჩკამ დიმას გაუმხილა რო 7ში მიდის კიევში
დიმა ატყდა მეც მინდაო, მოვიდა მე მითხრა, მეც ავტყდი წავიდეთ მეთქი, ამხელა მუცლით 4 საათია ვცეკვავ და გადასარევად ვგრძნობ თავს და ფრენა რას შემიშლის მეთქი
ერთადერთი პრობლემები არის ჩვენი სამსახურები, გაგვიშვებენ თუ არა
და ფული, არ ვიცი ამ თვეში რამდენს ავიღებ ხელფასს, დიმას ხელფასი თითქმის მთლიანად სახლის ქირაში, მანქანის კრედიტში და სხვადასხვა გადასახადებში მიდის
ორშაბათს ვაპირებ მაიას დავურეკო და სახლის ქირა დავაკლებინო რადგან დოლარმა აიწია, სახლები გაიაფდა, ხელფასები ცოტათი მაინც შემცირდა და მე კიდე მოხალისე კი არ ვარ ამდენი ფული ვუხადო
ხოოოდა მოკლედ შაბათს ღამე ძალიან კარგად გავერთეთ და უზომოდ კმაყოფილები წამოვედით სახლში სადღაც შუაღამეზე
თან მე და დიმა უკვე კიევის იდეით ვიყავით შეპყრობილი, მე უკვე იმას ვფიქრობდი 7 თებერვალი 1 კვირაშია და იუბლის შეკერვას მაინც თუ მოვასწრებ მეთქი 🙂
untitled-1-copy

კვირას კიდე გვიიიიიან გავიღვიძეთ, დიმა ფოსტაში წავიდა ჩემი ამანათი ჩამოვიდა
რა მაგრად გამიხარდაააა, თავის მოვლის საშუალებები მქონდა შეკვეთილი
Elizabeth Ardeni _ face cream _ vissible difference
Lancaster _ Face Cream, Milk make up remover, & moisturising lotion
Laura Biaggiotti _ Tempore body wash _  დიმასთვის

 

მერე სახლი დავალაგე, ვიჭყუმპალავე და სალონში წავედი თმის დასავარცხნად
ძალიან მომწონს ჩემი ახალი სალონი, ფასებითაც და მომსახურებითაც როგორც პარიკმახერების ისე მანიკურშას
და მომსახურების ფართო არჩევანი აქვთ, განსაკუთრებით სახის მასაჟები დამევასა
მაგრამ ერთადერთი რაც არ მომწონს ესაა რომ თავს მბანს რეზინის ხელთათმანებიანი ქალი და საშინელ დისკომფორტს მიქმნის ეს რეზინის ხელთატმანები

მერე მოვედი სახლში, მანქანის გარეცხვა დამავიწყდა 😦
ისე მშიოდა, ისე რო არანორმალურად, ამასობაში დიმაც მოვიდა და წამო დავიკო და ხატიასთან ერთად სადმე გარეთ ვჭამოთო
მე რა თქმა უნდა ეგრევე დავთანხმდი, მე ხო კომფორტის ყველაზე დიდი მოყვარული ვარ 🙂
წავედით ისევ ბეღელში რადგან მათ ხინკალი უნდოდათ და იცოდნენ რო მე რაღაც სახინკლეში ვერ შემიტყუებდნენ
მე ისევ ჭვიშტარი ვჭამე, ვიჯექით ვსაუბრობდით ცხოვრებაზე, ბავშვებზე, ხატიაც ფეხმძიმედაა და საერთო თემები გვქონდა 🙂
მერე წავედით იქედან მაკდონალდში ნაყინები ვჭამეთ, მერე კლაპშტოსში მაგრამ ადგილი არ იყო
და მოგვიწია გეპეისთან უნივერსში ჩასვლა და უზრდელი ტინეიჯერების წრეში თამაში
ძალიან გამისწორდა ბილიარდი, საუკუნეა აღარ მითამაშია, 3 ხელი ვითამაშე სამივეჯერ მოვიგე
მერე რატომღაც მთელს თბილისში შუქები გაითიშა, გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ
არადა მე შუა ქალაქში რომ არის სერიალი ის მისწორდება ამ ბოლო დროს და ყურება მინდოდა
ნელ ნელა წამოვიკრიფეთ საბილიარდოდან, და რადგან შუქები კიდევ არ მოვიდა, მე და დიმამ ფილმს ვუყურეთ მის მანქანაში ახალი მაგნიტოფონი რომ აქვს იმაში
ძაან გაასწორა, რონამტიკულად მანქანაში ფილმის ყურება, თან თბილოდა, თან გემრიელად ზიხარ როგორც გინდა და ეკრანიც საკმაოდ დიდია და არ იტანჯები
ხოდა ეგრე მერე შუქებიც მოვიდა და ავედით სახლში

Advertisements

კატეგორიები

%d bloggers like this: