Posted by: tatushka55 | იანვარი 5, 2009

Happy New 2009 year

happy_new_2008

 

ესეთი ახალი წელი არასოდეს არ მქონია
რაღაც ძაან თავისუფლად მიდიოდა ყველაფერი, არავინ არ მირკავდა აუ იქ წავიდეთ აუ აქ წავიდეთო
31ში ღამე ვიყავით ტრაფიკში, ვცადე რო ბოლომდე გამეჯაზებინა, დაბალნიკოტინიანი სიგარეტი ვიყიდე რო ისევ ძველ ამპლუაში მეგრძნო თავი
შავი ღვინო ვიყიდე, ერთადერთი ალკოჰოლი რაც მესმევა და ცოტნეს ვთხოვე შემოვიტან მეთქი
და მას შემდეგ რაც უამრავ ადგილას ყოფნის შემდეგ, 12ს რო 8 წუთი აკლდა ავაღწიეთ კანდელაკზე
ხელების დაბანა ძლივს მოვასწარით და უკვე ჭიქებს ვუჭახუნებდით და ახალ წელს ვულოცავდით ერთმანეთს
მერე ვიჯექით ცოტა ვჭამეთ, მერე ფრანცამ და ლალამ გამოგვიარეს და წავედით ტრაფიკში
ხალხი იყო გატენილი, ძირითადად უცხოელები, მიდიოდა გნიასი სერიოზული
მერე ნელ ნელა ხალხიც მოვიდა, თაკო, ხატია, დათო, თენგო, ქეთი
თაკომ და ხატიამ დაიმხეს, ფრანცამ და ლალამ გათენებამდე ილაპარაკეს, დანარჩენებიც გაერთნენ, ბიჭებმა პლანი მოწიეს და მე 3 საათისთვის უკვე თიში მქონდა და გაძლებაზე ვიყავი

ხოდა მოკლედ 4 საათამდე დიმას თხოვნებით გავძელი, და მერე ქეთიმ წამომიყვანა სახლში
ისინი დარჩნენ ყველანი …
რა მაგარი იყო სუფთა ჰაერი და ისე საშინლად მეძინებოდა რო ქეთის ხმას ვერ ვცემდი მანქანაში
მოვედი თუ არა გაგუდულმა დავიძინე, დიმას მოსვლა არც გამიგია
მეორე დღეს 4 საათამდე მეძინა, მერე გავიღვიძე,
მთელი დღე სახლში ვიყავით, ძაან მაგარი იყო, დივანზე ვიჯექით ან ვიწექით და ტვ_ს ვუყურებდით
ღამეც ადრე დავიძინეთ.
2შიც შუადღეს გავიღვიზეთ, წავედით პასაჟში შარვალი იყიდე რეზინის წელით
მერე მარინას გავუარეთ და ხატიასთან ავედით
იქაც გვიანამდე ვერ გავძელით და მალევე წამოვედით, რაღაცამ კუჭი გამიღიზიანა საშინელი ტკივილები მქონდა. ძლივს დავიძინე ღამე
მეორე დღეს რო გავიღვიზე სახე საშინლად მქონდა აჭრელებული
3მშიც საერთოდ არ გავსულვართ სახლიდან, გვიან გავიღვიძეთ, ვჭამეთ და მთელი დღე ვისვენებდით, დიმა კომპთან მე ტვ_სთან და ჟურნალებთან, ესეთი მაგარი დასვემება დიდი ხანია არ მქონია, სულ გვძინავს და ვჭამთ
 ხო დღეს 1 საათით ვისეირნეთ მხოლოდ, გავიყინეთ მაგრამ მაინც მთელი დღე წოლას ესე ჯობდა ჩვენი ბაიასთვის
ღამე ვიბანავე და დავიძინე
და 4ში მქონდა დასვენების ბოლო დღე არ ვიცი როგორ შევეგუები ისევ 10-7მდე რეჟიმს
3საათამდე სახლში ვიყავი, მერე სალონში თმა დავივარცხნე, მერე თაკოსთან ავედით, მერე მარინასთან
ხატიასთან გვინდოდა და დაგვეზარა და ისევ სახლში მოვედით, ძალიან ბევრი ჭარხალი ვჭამე, და ისევ დივანზე, ისევ ტვ
კარგი 4 დღე იყო, არსად მეჩქარებოდა, არავინ არაფერს მაძალებდა, მითუმეტეს როცა ხალისიც არ მქონდა
აი მომავალ წელს გვეყოლება ბაია და ყველგან ვივლით და ყველაფრის ხალისი და ენერგია მექნება, და რაც მთავარია ბაკურიანში წავალთ, იმედია

ski_bunny

Advertisements

კატეგორიები

%d bloggers like this: