Posted by: tatushka55 | December 19, 2008

ომი წავაგე

ესე იგი ტელეკომთან ომი წავაგე
ჩემი ქმარი რომელიც 16ში უნდა ჩამოსულიყო საღამოს
ჩამოვიდა მხოლოდ დღეს გამთენიისას 😦
საშინელებაა როცა შენზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი, ჯერ გორიო, მერე ხაშურიო
მერე ქუთაისი მთელი 2 დღიანი პახაობებით, მერე კიდე ფოთი კიდე სენაკი და ხობი
ჩემი ქმარი თბილისი-ქუთაისი და შავიზღვისპირეთის გარდა არსად არ იყო ნამყოფი
ხოდა ზოგი ჭირი მარგებელიაო, მოიარა მთელი საქართველო, პროსტა ტეხავს ვერაფერს ვერ ნახავდა, სულ ატეესებში დარბოდნენ
ხოდა როგორც იქნა დამიბრუნდა დღეს დილით, 7ისკენ გამაღვიძა, მერე აღარც დამიძინია სამსახურში წასვლამდე
რა გაძლებს საღამომდე არ ვიცი, არადა სამსახურის მერე ეგრევეც ვერ წავალ სახლში
საღამოს გოგოებს უნდა შევხვდე ჩაის სახლში ბახტრიონზე და პროექტის წერა უნდა გავაგრძელოთ
გუშინ შუაღამემდე ვმეცადინეობდი, თვალები მტკივა უკვე ამდენი კითხვისგან

Advertisements

კატეგორიები

%d bloggers like this: