Posted by: tatushka55 | დეკემბერი 16, 2008

Я ТАК НЕ ИГРАЮ….

ომს ვუცხადებ გაერთიანებულ ტელეკომს
დამიბრუნეთ ჩემი ქმარი და აღარ გაბედოთ მივლინებაში გაშვება მთელი 2 დღით
თოვლში, სიცივეში და უამინდობაში ხო მითუმეტეს, რა დაუნდობლობაა? 😦
ესეთი ცარიელი ჩვენი სახლი არასოდეს არ ყოფილა, მივედი ლექციებიდან და ჩემი სიხარული არ დამხვდა
მგონი პირველად 😦
არ დამხვდა კარებთან ბევრი კოცნებით, არ დამხვდა მშიერი რო საჭმლის გამზადება დაეზარა
საერთოდაც არავინ არ იყო სახლში და სიცივე და სიცარიელე იყო
ერთი წერილი იყო მხოლოდ “თბილი წინდები ავიღე და სხვა ბოტასები. მიყვარხარრრრრ”
ძაააან საყვარელი იყო,  ის მაინც ვიცოდი რო არ გაიყინებოდა
მერე გამოვიცვალე და ლარისას დავურეკე რო მოვედი, მერე დიმას ვეჭორავე, გორში ვართ ისევ რაღაცეებს ვაკეთებთო
მერე ჩაი დავლიე, ჯაზში მხოლოდ ქალები არისნ_ს ვუყურე, ვაფანატებ ამ ფილმზე
მეცადინეობა მინდოდა და ვერ მოვაბი თავი, სახლი რაღაც უაზროდ ცარიელი მეჩვენებოდა და მეშინოდა
მერე დიმას ვემესიჯებოდი, და დაძინება გადავწყვიტე, დავწექი და იქაც სიცარიელე იყო
ხშირად დავწოლილვარ მარტო, დიმა უფრო გვიან წვება ხოლმე როცა ან მუშაობს ან თამაშობს ხოლმე
მაგრამ ეს სულ სხვა იყო, ეხლა არც კლავიატურის ხმა მესმოდა, არც გონკების
ძლივს დავიძინე, მეჩვენებოდა რო რაღაც ხმები იყო, რო ძალიან მციოდა და დიმას ვერ ვეხუტებოდი, მერე ღამე საშინელი სიზმარიც ვნახე ძაან შემეშინდა
მოკლედ აღარ მინდა ესე, ესე არ ვთამაშობ როგორც უსაყვარლესი კარლსონი იტყოდა ხოლმე
დამიბრუნეთ ჩემი ქმარუკა …..
ყველაზე მტკივნეული მაინც დილით იყო რო გვერდით არავინ გიწევს, ისევ ეს აუტანელი სიჩუმე
არავინ არის რო გააღვიძო, რო დაახტე, რო მოეფერო. ცხვირზე რო აკოცო :((((((((((
ოოოოოოოოოოოოოოოოო, რა უჟასიააააა
მალე ჩამოდი რააააააააააა, და მალე გაიღვიძე რო მომწერო რო კარგად ხარ და რო თბილად გეძინა და რო მშიერი არ ხარ
თორე დღეს სამსახურში გარანტირებული მაქვს სრული უყურადღებობა !!!!!

Advertisements

კატეგორიები

%d bloggers like this: