Posted by: tatushka55 | December 10, 2008

თოვლი

სულ მეუბნებოდნენ ფეხმძიმობისას ხასიათი შეგეცვლებაო, ყველა სუნიანად მოგეჩვენებაო, ბევრს შეჭამო, გასუქდებიო, ქმარი შეგზიზღდებაო
თურმე არავის არ უნდა დაუჯერო ____ არაფერი არ შემმთხვევია გარდა  …

ერთი უცნაურობა დამემართა _ თოვლზე გავჭედე
ვაფანათებ, ველოდები, ვგიჟდები, ვზივარ სამსახურში და გუგლში დღეში 1000 ბრუნვაში ვწერ თოვლს რო ბევრი სურათები ამომიყაროს და დავიკმაყოფილო როგორმე ეს სურვილი
ვერ ვუტყვი რო ცხოვრებაში როდესმე ესე მყვარებოდეს თოვლი
ეხლა კიდე ვოცნებობ ბაკურიანზე და გუდაურზე

bakuriani3 gudauri_01
მინდა რო ერთ დღეს ჩავბარგდეთ მე და დიმა და მინიმუმ 1 კვირით ავიდეთ ნებისმიერ ამ კურორტზე
დავსახლდეთ ძალიან კომფორტულ სასტუმროში, ბევრ სხვა ახალგაზრდებთან ერთად
და ვისრიალო ბევრი ბევრი, ვისადილო ხიჟინაში (თუ კიდე არსებობს)
ვისუნთქო უსუფთავესი თოვლიანი ჰაერი
არავინ არ ეწეოდეს სიგარეტს ჩემს ირგვლივ
იყოს სულ მზიანი ამინდები და სახეზე დავიზაგრო
და სრიალი ვიცოდე ისე მაგრად, ისე მაგრად რომ ორსულობაც კი არ მაფერხებდეს
საღამოობით ბურანებით ვკატაობდეთ საახალწლოდ განატებულ უზარმაზარ მინდორზე
სადაც შუაში დიდი ნაძვის ხე იქნება, და ირგვლივ საახალწლო მუსიკები ისმის

ვაიმეეეეეეეეეეეეე, ეხლა ვიტირებ როგორ მინდააააააააა
მინდა საღამოს გვიან ცავიდეთ სასადილოში, დაღლილები მაგრამ სიამოვნებისგან მეცხრე ცაზე
ვესალმებოდეთ ერთმანეთს ყველა სასტუმროელი ძალიან თბილად და მეგობრულად
და ვახშმის მერე უზარმაზარ ბუხართან ვიკრიბებოდეთ გასართობად

fireplace-main_full

Advertisements

კატეგორიები

%d bloggers like this: