Posted by: tatushka55 | დეკემბერი 9, 2008

POZITIVE NEGATIVE

 ბოლო რამდენიმე დღეა თამამად შემიძლია ვთქვა რომ სხვების ცხოვრებაში ვიქექები
ეს გამოიხატება, თავისუფალ დროს სხვების ბლოგების კითხვით
და რატომღაც უმეტესად, თითქმის 80% დაგრუზული პოსტები მხვდება
ყოველი დღე უაზრო, სიხარმაცით და მთქნარებით სავსე

ძალიან გული მწყდება ამ ყველაფერს რომ ვკითხულობ
ნუთუ მე ვარ ესეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტი და სიცოცხლით სავსე რომ ცხოვრება უჟასად არ მიმაჩნია
და რომ არ ვფიქრობ რომ ცხოვრების დინებას უნდა გაყვე?
არა არ უნდა გაყვე, პირიქით, ამ დინებაში შენი კალაპოტ უნდა იპოვო, ნაპირები მორთო, ხეები და ყვავილები დარგო
დრო გავა და ამ ხეებიდან გემრიელ ნაყოფს შეჭამ, და ოდესმე შენი ოაზისი გექნება

მე თუ ვხედავ რა ლამაზია ცხოვრება
რა ლამაზია დილა როცა მაღვიძარას ხმაზე კი გაჟრიალებს მაგრამ თვალს რო გაახელ და მზის სხივები ანათებს და ალამაზებს გარემოს
რა მაგარია შენს გვერდით უსაყვარლეს არსებას რომ ძინავს საბანში გახვეულს და მაღვიძარაც რომ ვერ აღვიძებს
რა მაგარია რო მიეხუტები ეგრევე და თავის ულამაზეს ცისფერ თვალებს რომ მოგაჭყიტებს ნახევრად მძინარი
რა მაგარია მთელი დღე ადამიანების გარემოცვაში, ასთასი ინფორმაცია, ათასი ზრუნვა
რა მაგარია 3 თვის ფეხმძიმედ რომ ხარ და ვიზუალურად არაფერი გეტყობა, არადა შიშით გული რომ გისკდებოდა გავსუქდებიო
რა მაგარია 25 დეკემბერს ჩემი ბაიას სქესს რო გავიგებ და მერე სახელზე რო უნდა ვიფიქრო
რა მაგარია რო ამავე 25 დეკემბერს ჩემი მეორე უსაყვარლესი ადამიანი არის დაბადებული, ჩემი დაიკო
რა მაგარია დედამიწაზე ისეთი მზრუნველი ადამიანები რო არსებობენ როგორიც ჩვენი დედიკოებია (ამას გათხოვების მერე მივხვდი :P)
რა მაგარია დედამიწაზე პატარა ბავშვები რომ არიან, ლამაზები და ცხოვრებას რომ გვილამაზებენ
deako1

რა მაგარია ლექციებზე რო გეზარება წასვლა, იმიტო რო შენი სიხარული სახლშია
რა მაგარია ბოლოს სახლში რო მიხვალ, და კარების დაკეტვას ვერ ასწრებთ იმდენს ეხუტებით და კოცნით ერთმანეთს
რა მაგარია ერთად გატარებული ლამაზი და თბილი საღამოები, სახლში თუ გარეთ
რა ბოლოს ისევ ერთად დაძინება და ჩახუტება და გათბობა

ხოდა ეს იმის მეასედია რისი ჩამოთვლაც შემიძლია იმათგან რაც მაგარია
და რატომ წერთ ახალგაზრდებო მოწყენილ პოსტებს ბლოგებში
გაიღიმეთ და ცხობრებას კი არა თქვენს თავს მიყევით
შეეცადეთ იპოვოთ ის ნიშა სადაც იქნებით ბედნიერი და იყავით

ყველას გულით გისურვებთ, მიყვარს ადამიანები
ძალიან მიყვარს, უთქვენოდ ერთი დღე არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება

Advertisements

Responses

  1. ra magari postia 🙂 so optimistic 🙂

  2. miyvars sheni azrovneba Ta: *

  3. antimelancholy

    Didi madloba, ogond vin xar? 🙂

  4. Tata Hi 🙂
    Zalian sayvarloba postebi gaqvs!.. vkitxulob da vtbebi, vtkbebi..

    me tema gagixsenit shen da Baias chvens forumze 😀
    imedia shemoixedav da ravi :)) http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=614

  5. ვნახე თეო, უღრმესი მადლობა 🙂

    :kiss:

  6. არაფრის, ჩემო კარგებო 🙂
    იმედია რამე ინფოს გამოიყენებ და თუ რამე საინტერესო იცი, შენც დაპოსტე, ოკ? 😉


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: