Posted by: tatushka55 | December 3, 2008

სიმთვრალე

hanging-around-drunk        დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე დამეწერა მაგრამ ხან მეზარებოდა ხან დრო არ მქონდა
მე მაინტერესებს რატომ “უსწორდება” ადამიანს მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან ხშირად

თორე იშვიათად მეც კი ვსვამ და კლუბებში მეც მისწორდება, გაუმარჯოს REDBULL-VODKA_ს და LONG ISLAND_ს
მაგრამ მე სხვა საკითხი მაინტერესებს, რატომ ფიქრობენ მთვრალები რომ ისინი ძალიან მიმზიდველი და სასიამოვნო არიან
და რომ მათი კოცნა-პროშნა ლოშნები და უაზრო ჩახუტებები და მაგრად მიყვარხარ ბაზრები მისაღებია ყველასთვის?

ბავშვობიდან, გამოკვეთილად და მთელი არსებით ვერ ვიტანდი მთვრალ ხალხს
თვით მამაჩემსაც კი, რომელიც ყველაზე, ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო ჩემს ცხოვრებაში, და ყველაზე მეტად მიყვარდა ვიდრე ოდესმე ვინმე
მასაც კი ვერ ვიტანდი ხოლმე მთვრალი რო მოდიოდა, და ბალკონზე რო უყვადა ხოლმე ჩენთან ერთად ბირჟაობა და
მთელი ცხოვრების ამბების გამოკითხვა, რადგან ფხიზელი უფრო სხვა როჟა იყო ხოლმე
მეც დავმთვრალვარ, მაგრამ ესეთ განსხვავებას მე ვერ ვამჩნევ ჩენს თავში და სხვები რატომ ხდებიან ხოლმე ასე რადიკალურად განსხვავებულები?
და საერთოდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში რატომ თვრებიან ადამიანები?

აი თუნდაც ცემი ქმარი, ძალიან მიყვარს, ვგიჟდები, მიყვარს ისიც რომ არ სვამს
და უმიზეზოდ მთვრალი არასოდეს არ მოდის სახლში, ეგ კიარადა მთვრალი ძაან იშვიათად მოდის
მაგრამ აი კვირას დალიეს სადღაც, მერე წავედით დავიკოსთან ცოლი მოიყვანა და აღსანიშნავად
იქ კიდევ დაამატეს, და შედეგად სახლში რომ მოვედით შემრჩა უზომოდ მთვრალი ჩემი ქმარი
საშინელება ოყო :(, მე დაღლილი, სიგარეტის ბოლით გაჟღენილი რასაც საერთოდ გადავეჩვიე
ერთი სული მაქვს ვიბანაო და ლოგინში ჩავხტე და დილამდე არც კი გავინძრე საერთოდ
დიმა კიდე სხვა აზრზეა, მთვრალია და გახსნილი აქვს, ჯერ უნდა რო სულ მკოცნოს და მეფეროს,
დაძინებაზე არც კი ფიქრობს, მუცელზე სვიტრს მიწევს და მკოცნის და მკოცნის
ეს ადამიანი რომელიც მე ცხოვრებაში უზომოდ მიყვარს ამ წუთას საშინლად ვერ ვიტან
არ შემიძლია ავიტანო ეს უაზრო კოცნა ლოშნები, რომელიც არც კი მსიამოვნებს ამ წუთას
არ შემიძლია ავიტანო არყის თუ ღვინის გამძაფრებული სუნი რომელიც ასდის მთვრალ ადამიანს
ასე რომ ჩემო საყვარელო, თუ ოდესმე ამ პოსტს წაიკითხავ, ეგეთი ნუღა მოხვალ ჩემთან, წადი და დედიკოსთან და მამიკოსთან დაიძინე და გამოფხიზლდი
იმიტო რო მე ეგეთი არ მიყვარხარ :kiss:
ხოდა სხვებმაც გაითვალისწინეთ, ხანდახან რაღაცეების მიზეზი ჩვენს შიგნითაც უნდა ვეძებოთ

Advertisements

Responses

  1. ძალიან საშინელებაა მთვრალი კაცი. ალერგია მაქვს..
    როდესაც მამაჩემი მთვრალია, შანსი არაა არ ვეჩხუბო.
    ნუ ქმარი არ მყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეგეთი რეაქცია მექნებოდა.. დაახლოებით :იეს:


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: