Posted by: tatushka55 | November 28, 2008

ადამიანთა თავისებურებები

ალბათ ამ თემაზე უამრავი შეიძლება დაიწეროს და ითქვას
მაგრამ მე კონკრეტული მაგალითი მინდა მოვიყვანო
ძალიან არ მიყვარს  აქტივისტი ადამიანები, შენ რომ არაფერს თხოვ და თვითონ რომ გახვევენ თავს თავის საქციელებს
გუშინ ვიყავი სალონში თმა უნდა დამევარცხნა,
ხოდა იცის უკვე ჩემმა პარიკმაზერშა საიდამ რომ ფეხმძიმედ ვარ და რომ სალონის გაგუდული ჰაერისგან ცუდად ვხდები და რო მივდივარ ფანჯარას აღებს ხოლმე, ეს კარგია
გუშინ გინდა თუ არა გადამეკიდა ბიჭი გინდა თუ გოგოო, ნუ რა თქმა უნდა ვუთხარი რო ბიჭი მინდა
გასწავლი როგორ გაიგოო, 🙂 მე თვითონაც ხო ვიცი რო 13 კვირის შემდეგ ეხოზე ჩანს
არაო, მე უფრო მაგარი ვიციო, ადრე სად იყო ეხოებიო, ბებიაჩვენების დროს

შე დალოცვილოოოო, ბებიაშენის დროს ბავშვებს აკვანში და პილიონკებში ზრდიდნენ და რაღაც უაზრო ხერხებს იყენებდნენ
არც მიკითხავს ისე დაიწყო მოყოლა:
უნდა აიღო შენი შარდიო (მანდ ფერი მეცვალა) და აუნდა აურიო იგივე რაოდენობის ახალმოწველილ რძეშიო (ძაანაც რო მომინდეს სად ვიშოვო 😀  )
ხოდა მოკლედ უნდა აურიო ეს ორი სითხე ერთმანეთში ერთმაირი რაოდენობით და ჩაასხა რკინის ჭურჭელში დააააა
თურმე გაზზე უნდა დადგა და აადუღო (რძე ხო მეზიზღება და მაგის დუღილის სუნზე მე უკვე ტუალეტში ვიქნები გადაყუდებული ალბათ 😀
ხოდა თუ აიჭრება ეს მასაო მაშინ გოგოაო, თუ არ აიჭრებაო მაშინ ბიჭიაო 🙂

ნუ კაი ჯანდაბას მოყვა, მოყვა ____ მეთქი მანდ მორჩა ყველაფერი მაგრააააამ, შენც არ მომიკვდე
დამიჟინა გინდა თუ არა იყიდე რძე და გააკეთეო, სად ვიშოვო მეთქი ვცადე მოშორება
მაგრამ უარესი გამომივიდა:) სოფელ დიღომშიოო, გოგოოო მანქანა ხო გყავს მეუბნება სირბინე ერთხელ ყველას აქვს რძე
1 ლიტრას იყიდიო, ბავშვის სქესს გაიგებო და დანარჩენით ქმარს ფაფას გაუკეთებო
კინაღამ გადმოვვარდი სკამიდან, ჯერ წარმოვიდგინე რო მე ფაფას ვაკეთებდი (ხახახა) და მერე რო იმ ფაფას დიმა ჭამდა და ალბათ გული ერეოდა, იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული ფაფის ჭამა არ შეიძლება 🙂
ნუ არ შევიმჩნიე, გავატარე, ისიც ცოტა ხნით გაჩუმდა
მერე მეუბნება უკვე რო ვდგებოდი, ზარი გამომიშვიო, გავუშვი და ეხლა მეუბნება
აი შენი ნომერიც მაქვსო, ახალ რძეს თუ მოიტანენ აქ სადმე გასაყიდად ეგრევე დაგირეკავო

არ ვიცოდი სად წავსულიყავი

ადამიანებოოოოოოო, მიხედეთ რა თქვენს საქმეებს 🙂 არ მინდა არც რძე და არც დიმას არ უნდა ფაფა !!!
დაგვანებეთ თავი 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: