Posted by: tatushka55 | November 26, 2008

10 September 2008, Wednesday

დღეს მამაჩემის დაბადების დღეა და ამ დღეს ტრადიციულად ყველანი სასაფლაოზე ავდივართ ხოლმე

ზურას ვთხოვე ადრე გამიში მეთქი და 4ისკენ შევიკრიბეთ და ავედით სასაფლაოზე, ნორმალური ამინდი იყო და მერე რაღაც საოცრება მოხდა

10-15 წუთში ამოვარდა საშინელი ქარი, დაბნელდა ცა და საშინლად აცივდა

კიდევ კარგი თბილად მეცვა, თან ახალი ნაავადმყოფარი ვიყავი

ყველანი გაიყინნენ, მე ერთი ჟაკეტი გავიხადე და დეაკოს ჩავაცვი

მერე ბიჭები დატრიალდნენ, თემოს მანქანაში რაღაც ტენტი ედო ის ამოიღეს

სადღაციდან თოკები გაჩითეს და დათო, თემო, დიმა და ნუგზარი სხვადასხვა მხარეს ამაგრებდნენ, ბოლოს დაამაგრეს სახურავივით და ყველანი შევიყუჟეთ შიგნით

ცოტა ხანში ერთი მხარე აწყდა და ფრიალი დაიწყო, ჩვენ უკვე წამოსვლაზე ვფიქრობდით

ისევ დაამაგრეს, ისევ აწყდა, მოკლედ დავიტანჯეთ, ამიტომ ალაგება დავიწყეთ და წამოსვლისთვის მზადება

მე თათულის შავი ნამცხვარი სახლში წამოვიღე, დიმამ ეგრევე დაიძინა დაღლილი იყო

მე კიდე სანამ დიმას ეძინა 3 ნაჭერი გადავსანსლე, რაღაც გაძლიერებული მადა მაქვს ეს 2 დღეა

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: