Posted by: tatushka55 | ნოემბერი 22, 2008

16 , 17 August 2008, Saturday – Sunday

პირველი რაზეც ვოცნებობდით მე და დიმა ეს იყო პირის დაბანა და ცოტა საავტობუსე ძილიდან გამოფხიზლება,
იქვე ავტოსადგურში ძალიან საყვარელი ფორთხოხლისფერი კაფე გავჩითეთ და იქვე საკმაოდ სუფთა და მოვლილი ფასიანი ტუალეტი
მოვწესრიგდით, ვისაუზმეთ, ყავა დავლიეთ და წავედით იმ კომპანიის ჯიხურისკენ სადაც ბილეთები გვქონდა
საკმაოდ კარგი ტიპი იყო, ბარგი დაგვატოვებინა და 4ის ნახევარზე აქ იყავითო გაგვაფრთხილა, მანამდე შეგიძლიათ ქალაქში გაისეირნოთო
ჩავედით დაბლა და კითხვა კითხვით გავარკვიეთ რომ ამ სადგურში პირდაპირ შემოდიოდა მეტრო რომელიც სადაც გვინდა იქ წაგვიყვანდა
ჩვენს ავიღეთ ბილეთები და წავედით ქალაქის ცენტრისკენ, ბეეეეევრი ვიბოდიალეთ, ბევრი სურათები გადავიღეთ, ვიტურისტეთ, დაუვიწყარი დღე იყო, როგორ მიყვარს ახალი მხარეების შეცნობა, მერე ვისადილეთ, ათასი რამე ვიყიდეთ 🙂
ძალიან იაფიანი ქალაქია, რაც მთავარია სტარბაქსში შევედით იქ ვიჯექი და ყავას ვსვამდი,
ეს იყო ამ დღის ერთ ერთი გენიალური ნაწილი, ვაფანატებ სტარბაქსის კოფიშოპებზე, 3 ცალი ვიყიდე კიდეც 🙂

მერე ნელ ნელა დავბრუნდით ავტოსადგურში, ისევ იმ კაფეშკაში ახალდაწურული ფორთოხლის უგემრიელესი წვენები დავლიეთ
მერე ინტერნეტ კაფეში შევედით, სტანდარტბანკის ბანკინგში მაინც ვერ შევდივართ
ტელეფონზე ანგარიშის შევსება გვინდა, ეს როუმინგი ძაან სიდურაკეა, უამრავი ფული მიაქვს
თან ველოდით როდის მოვიდოდა ის ბანძი ავტობუსი, თან სადღაც შუისკენ გვაქვს ბილეთები 😦
ია ქართველები ისევ გავჩითეთ.
მოვიდა როგორც იქნა, ავედით 😦 იმაზე ბანძი იყო ვიდრე ჩამოვედით და ცხელოდა მაგრად
ეს თურქებიც ამოეყარნენ, გაივსო თითქმის და წავედით
მე და დიმა რაღაცნაირად ვიყავით, ყველა გაჩერებაზე ჩამოვდიოდით აბსოლუტურად და ბეეეევრს ვეწეოდით

რო დაღამდა უკვე ძაან მიხაროდა, სულ მინდოდა რომ მძინებოდა და ირგვლივ არაფერი დამენახა და მალე გასულიყო დრო
ღამე 2ჯერ გავჩერდით დიდ გაჩერებებზე, ორივეგან ჩამოვედით და თურქულ ყავას და პეჩენიებს მივირთმევდით
მთელი უკანა მგზავრობისას ყველაზე კარგად ეს დამამახსოვრდა
ბოლოს გათენდა და სადღაც 2ის ნახევრისკენ იმ გაჩერებაზე შევედით სადაც პირველ გზაზე ის კარგი მძღოლები დარჩნენ
ანუ ამის მერე კიდევ 1 გაჩერება და საქართველოოოოოოო, ასე ჯერ არ გამხარებია ცხოვრებაში ამ სიტყვის მნიშვნელობა
მაგრამ აქ დაიწყო უჟასიიიიი, ტიპი მოდის ვიღაც მძღოლი და გურჯისტაან, გურჯისტაან ყვირის, მივედით მე და დიმა, ის ცოლქმარიც მოვიდნენ, კიდე რამდენიმე სომეხი და რამდენიმე ადამიანი
მოკლედ ამ მძღოლმა ძლიან ცივი სახით გაგვაფრთხილა მხოლოდ ახალციხემდე ჩაგიყვანთო, თბილისისკენ გზები დაკეტილია და არ დავდივართო
აი მანდ დაგვეწყო ისტერიკა, მაგრამ ჯანდაბას მეთქი ლიჟბი საქართველოში ჩავაღწიოთ სადაც ქართულად გვესმის ყველას ერთმანეთის და მერე რამეს ვიზამთ მეთქი
ავედით მაგ ავტობუსში და უკან დავჯექით, ეს საკაიფო ავტობუსი იყო, თან ცოტა ხალხი ვიჯექით, ის ქართველებიც ამოვიდნენ

ეს გზა ძალიან ლამაზ ბუნებშია გაჭრილი, და სიამოვნებით ვიყურებოდით ირგვლივ
და აი ბოლო გაჩერებაც გამოჩნდაა, მე სიგარეტი გამითავდა და მძღოლს ვეკითხებოდი ხელებით და ფეხებით რამდენი ხანი ვჩერდეით მეთქი
ბოლოს მგონი მივახვედრე და 10 წუთიო მანიშნა, ან საუბარში ინგლისური სიტყვებიც გამოვიყენე
რითაც ერთი იქვე მჯდომი ქერა ბიჭის ყურადღება მივიქციე, და ინგლისურად მეკითხებოდა რამდენი ხანი გავჩერდებითო და რაღაცებს
მე უთხარი ეხლა სიგარეტს ვიყიდით და მოვალთ მეთქი
ჩავედით მე და დიმამ ვიყიდეთ სიგარეტები ძაან იაფად, სლიმები მხოლოდ ერთი სახეობა ქონდათ და ისიც მაგარი ბანძი
მერე მოვედით უკან და ეს ბიჭი და თავისი მეგზური გოგო გავიცანით

ამ გაჩერებაზე 10 კი არა კაი 20 წუთი ვიდექით, მე და დიმა უზომოდ ბევრს ვეწევით უკვე
ვესაუბრეთ ამათ აღმოჩნდნენ რომ შვედი მთამსვლელები იყვნენ და ახალქალაქში მიდიოდნენ რომ სასომხეთში გადასულიყვნენ და არარატზე აცოცებულიყვნენ
მაააააააგარი ვიკაიფეთ ამ ომის დროს რამ მოგიყვანათ აქ თქვე დალოცვილებოო
მერე მძღოლმა გვანიშნა ავდივართო, ავტობუსში დავრჩით მხოლოდ მე, დიმა, ქართველი ცოლქმარი, რომლებიც ჯერ კიდევ არ გვყავდა გაცნობილი, ის 2 შვედი და ერთი კიდევ უცხოელი ბიჭი, ჯერ არც მაგას არ ვიცნობდით
ეს შვედები იმენნა სპასატელებივით გვიყურებდნენ მე და დიმას რო გაიგეს რო ინგლისური ვიცოდით
ვიარეთ, ვიარეთ და ვალეს საბაჟოსაც მოვადექით, ყველანი შეყუჟულები იყვნენ ერთ ოთახში და გამწარებული კურიერს უყურებდნენ, ვიღაც ქალი ჩამოვიდა, გავაფორმეთ საბუთები, ვილაპარაკეთ ამბები და ამასობაში ეს თურქი მძღოლი გვეუბნება აქ გტოვებთო, ახალციხემდეც არ მიმყავხართო
აი მანდ ავტეხეთ ბუნტი, ხო არ უბერავო და რაღაცეები, საბაჟოს სასტავმაც მიაკაჩავა, ამ დროს ვიღაც ტიპი გაიჩითა მარშუტკით ვარო და თბილისამდე ჩაგიყვანთ კაცს 100 $ო ამდენი ფული ვიღას ქონდა დარჩენილი?
მოკლედ ვევეჭრეთ ვევაჭრეთ და ბოლოს მაგარი ნაგლი აღმოჩნდა და დავახვევინეთ, ის ქართველებიც გავიცანით
შალვა და ნინო, თავდაცვის სამინისტროში მუშაობდნენ და გამოუძახებიათ

ვალედან ახალციხემდე გზა სულ საუბარში გავატარეთ, ყველანი გავიცანით, ის დარჩენილი ერთი ბიჭი ტრევისი იყო, კალიფორნიელი ფრილანსერი, გორში მივდივარ სურათები და მასალები უნდა გადავიღოო
ძაან კარგი და საინტერესო ტიპი იყო, მაგრად დავმეგობრდით ყველანი, საკონტაქტო ინფოები გავცვალეთ
ჩამოვედით ახალციხეში, ჩვენ მხოლოდ დოლარები გვქონდა, ძლვს დავახურდავეთ
გვშიოდა ყველას არანორმალურად, ის შვედები წავიდნენ ტაქსით გავაცილეთ ახალქალაქისკენ
დავრჩით 5, გავიკითხეთ და თბილისამდე დღეში ერთხელ 1 მარშუტკა დადისო და ისიც დღეს უკვე წავიდაო
აი მანდ დაგვერხააააა, ბოლოს ვიჩალიჩეთ ძაან მაგრამ გადარეკვა გადმორეკვებით და იმ მძღოლმა კარგით დავბრუნდები 6 საათისკენო და წაგიყვანთო
ამოვისუნთქეთ, მერე იქვე პატრულის ბიჭები ჩითავდნენ, ისინი გავიცანით
თავისი მანქანით ქალაქის ცენტრში წაგვიყვანეს, ფული გადავახურდავეთ ლარებზე
და ისევ დავბრუნდით ავტოსადგურში, იქვე რაღაც სამზარეულო იყო სასადლოს პონტში ხაჭაპურები და ლიმონათები შევუკვეთეთ, დიდად არ ბრწყინავდა მაგრამ გემრიელად ვჭამეთ, მაგრად გვშიოდა
მერე ვიდექით იქვე გარეთ, ვეწეოდით და ვლაპარაკობდით, ათას რამეზე მათ შორის ამ ომზე
მერე ის მარშიტკაც ჩამოვიდა, უამრავი ხალხი იყო თბილისში წასვლის მსურველები, ჩვენ ფული გადავიხადეთ და მე და დიმამ წინა ადგილები დავიბრონეთ, მძღოლის უკან
სადღაც 8 საათისკენ დავიძარით, გზა იყო ძალიან შორი და ძალიან დანგრეული, ძალიან დარლილი ვიყავი, დიმას ვეხუტებოდი და ვცდილობდი დამეძინა, მაგრამ ისე გვახტუნავებდა ეს მარშუტკა რო ვერაფრით ვერ დავიძინე
შუაღამე იყო თბილისში რო ჩამოვედით, სახლში მოვედით თუ არა ეგრევე ლოგინში გავქანდით მე და დიმა

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: