Posted by: tatushka55 | ნოემბერი 22, 2008

15 August 2008, Friday

დილიდან ძაან მოუსვენრად ვიყავით არ ვიცოდით რა გვეკეთებინა, ჩავალაგეთ საბოლოოდ, დავტოვეთ მარტო პირსახოცები და გზაში ჩასაცმელი ტანსაცმელი, დანარჩენები ჩავაბარგეთ და რესეპშენში დავტოვეთ
ჩექაუთი 12 იყო, მანამდე 10ზე ვისაუზმეთ უუუუგემრიელესად
მერე 12მდე ჩვენს ოთახში ვნებივრობდით, მერე ძაან ლამაზად დავალაგე ოთახი და ჩავედით ქვემოთ ჩექაუთი გავაკეთეთ
მერე ნახევარი დღე ვიწექით აუზთან და ზღვაზე, უამრავ ნოსტალგიურ სურათებს ვიღებდით, მერე პოლონელი გოგო და მამამისი გავიცანით, ძაან საყვარლები იყვნენ
მერე ნაშუადღევს ჩავიცვით, ვიბანავეთ და წავედით სასეირნოდ აღარ გვინდოდა სასტუმროში
რო მოგვშივდა ბურგერკინგში ვჭამეთ, და ძაან ძაან ბევრი ვიარეთ და დაგვაღამდა კიდეც, არადა დავიკარგეთ, თურმე კემერის სულ სულ ბოლოში წავსულვართ, უკან ძლივს მოვაღწიეთ
გზაში ავტოსადგური გავჩითეთ, ანტალიის ავტობუსების მძღოლი რომელიც 11ის ნახევარზე გადიოდა გავაფრთხილე რომ მაგ დროს ჩვენი სასტუმროს წინ დაველოდებოდით და მოვედით სასტუმროში
აქ მისტერ და მისის გელიდონია იწყებოდა, ჩვენც დავჯექით ვუყურებდით, ამასობაში გახდა 11ის ნახევარიც და წავედით ავტობუსისკენ
ჩავჯექით, სადღაც 40 წუთში ანტალიაში ვიყავით, ვიპოვეთ საიდანაც გადიოდა ანკარისკენ ავტობუსი და ველოდებოდით
აქვე შევამჩნიეთ რომ ქარველი ცოლ-ქმარი მოდიოდა იგივე ავტობუსით, მაგრამ არც გავსაუბრებივართ
ბოლოს მოვიდა ჩვენი ავტობუსი, მაოცებს ამათი სიზუსტე, წუთის სიზუსტით მოდიან და გადიან ავტობუსები
ცოტა ხანი ვიარეთ ვიარეთ და მერე ჩაგვეძინა, ღამე 2ჯერ გავიღვიძეთ მხოლოდ, გაჩერებებზე ჩამოვდიოდით და ვეწეოდით ხოლმე. ბოლოს დილის 9 საათზე ავტობუსი ანკარის ავტოსადგურში შევიდა

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: