Posted by: tatushka55 | ნოემბერი 20, 2008

14 August 2008, Thursday

ეხლა ბალკონზე ვზივარ და ვწერ
დილის 7 საათი ხდებოდა თაკოს მესიჯებმა გამაღვიძა 🙂 ავდექი, გადმოვიხედე და აუზის პირას სულ რამდენიმე შეზლონგი იყო თავისუფალი, ეგრევე წამოვხტი, ჩავიცვი და ჩავქანდი, ჯერ მზე ნორმალურად ამოსულიც არ იყო, ჩვენი პირსახოცები დავაფინე 2 შეზლონგზე, დავბრონე 🙂
უცებ საშინელმა სურვილმა მომიარა და მაშინ როცა ჯერ პირიც კი არ მქონდა დაბანილი გიჟივით გადავეშვი წყალში 🙂
 უუუუუუუფ ძაან მაგარი იყო, არავინ არ იყო წყალში, მთლიანად სასტუმროს ტერიტორიაზე 2-3 მიმტანი დაბოდიალობდა და დამლაგებლები
საუზმისთვის ამზადებდნენ სამზარეულოს ძაან გენრიელად ვიცურავე და ამოვედი ნომერში, ცხელი წყავი გადავივლე, ჩავედი სამზარეულოში ყავა ამოვიტანე, ეხლა ვზივარ ჩემი ოთახის ბალკონზე და თან გემრიელი ყავით და სიგარეტით ვტკბები, თან სასტუმროს მთელ ეზოს ვუყურებ როგორ იღვიძებს ნელ ნელა ხალხი და თან ამ ყველაფერს ვწერ
დაბლა ხალხი ნელ ნელა იღვიძებს და ყავის და ახალგამომცხვარი ბულაჩკების სასიამოვნო სურნელი დგება
ზოგი უკვე აუზისკენ მიდის, ზოგი ცურავს უკვე
მზეც ნელ ნელა იწვერება შენობის სახურავიდან და მალე აუზსაც მოადგება, რაც იმას ნიშნავს რომ დიმა უნდა გავაღვიძო და ჩავიდეთ აუზზე 🙂
დიმუს ამ დროს ძინავს და ამ სილამაზეს ვერ ხედავს :(, არადა ეხლა ზღვაზეც ჩავიდოდა კაცი ისეთი მაგარი დილაა და გამთენიის წყალში ვიბანავებდი სიამოვნებით, მაგრამ მეზარება მარტო
დიმას არ უნდა გაღვიძება რადგან გუშინ გვიან დავიძინეთ ძაან, ჩავედი სამზარეულოში სულ პირველად სასაუზმოდ მარტოდ 😦
ტეხავს …. მარტო ჯდომა, იძულებული ხარ ხალხს უყურო როცა თანამესუფრე არ გყავს
ვიჯექი მარტო კიდევ ერთ ჭიქა ყავას ვსვამდი და ბულაჩკებს მივირთმევდი შოკოლადის კარაქით
ამ თურქეთში ისეთი მადა გვაქვს მე და დიმას მეშინია 100 კილო არ ჩავიდე, ტუმცა ჯერ არაფერი მეტყობა მომატების
არადა მართლა უზომოდ ბევრს ვჭამთ და სულ გვშია
ამბობენ ზღვამ და წყალმა იცისო, მაგრამ ბათუმში და გონიოში ეგეთი რამეები არ მემეართებოდა ხოლმე 🙂

ჩავედი მერე მე მარტო და დავსკუპდი ჩემს შეზლონგზე
თან წიგნი ჩავიტანე და ვკითხულობდი, დიმას ადგილი ცარიელი რომაა არ მიყვარს მაგრამ შევეჩვიე უკვე რო ძილისგუდა ქმარი მყავს 🙂
გვერდით ვიღაც ფრანგი ბიჭი იწვა, იწვა, იწვა და ბოლოს გამომელაპარაკა, ძაან საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა, საკმაოდ ცნობილი არქიტექტორი, ბევრი ვილაპარაკეთ, მითუმეტეს საერთო თემებიც გვქონდა ..
ამასობაში აუზზე აკვა აერობიკა დაიწყო და ეგრევე ჩავხტი, მიყვარს ყველანარი აერობიკა, ძაან გემრიელად ვივარჯიშე, დიმას თურმე ჩვენს ხმებზე გაიღვიძია, მაგარს კაიფობდა და სურათებს მიღებდა 🙂 მაიმუნჩიკ

dsc02182
მერე ჩამოვიდა თვითონაც, ფრანგი გავაცანი, სახელი იმ ბიჭის არ მახსოვს, ალბათ ფრანგულ სახელებს ვერ ვიმახსოვრებ 🙂
მერე პინგ პონგის ჩემპიონატი დაიწყო, სულ ძალით ჩავწერე დიმა და მანდ კიდევ ფრანგი ცოლქმარი გავიცანით
კარგი იყო მაგრად გავერთეთ
მერე ვისადილეთ როგორც ყოველთვის უგემრიელესად, და მთელი დღე ვნებივრობდით ხან აუზზე ხან ზღვაზე მივდიოდით ხოლმე

მერე ქალაქში გავედით საბოდიალოდ და სუვენირებისთვის, რაღაც აუტანელი სიცხე იყო
ღამე ჩვენი სასტუმროს სასტავთან ერთად უუნლაით არენაში ქავედით ვაით ფართიზე
საკაიფო მაიკები დავითრიეთ, და მალე წამოვედით, რაღაც არ ვიყავით დალევის და გაჯაზების ხასიათზე
სახლამდე ფეხით მოვედით სეირნობით და საუბრებით
რაც აქ ვართ მაგრად გვევასება სიარული და ამბების მოყოლა, რაღაც კარგად ვერთობით ამ ყველაფრით 🙂
მერე სახლში მოვედით და ჩანთების ჩალაგება დავიწყეთ 🙂 ხვალ მივდივართ
ძაან გული მწყდება

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: