გააკეთეთ სიკეთე
დაეხმარეთ გზააბნეულს
დამიბლოკეთ ონლაინ შოპინგის მაღაზიები
ერხევა ჩემს ფინანსებს …
და გარდერობს, რომელშიც ცოტა ხანში აღარაფერი არ შეეტევა
ამ ბოლო პერიოდში უკვე მესამე შეკვეთა გავაკეთე OldNavy-ზე.
ყველაფერი იმდენად ზუსტი ზომა, ზუსტი ფერი და კარგი ხარისხის ჩამოდის რომ ყველა ახალი შესვლა საიტზე ახალ შეკვეთებს ბადებს ჩემში.
მართალია პროცესი არის უგემრიელესი, თუნდაც შეკვეთა, თუნდაც ლოდინი და ჩამოსვლა ხო საერთოდ მაგრამ …
ოი ოი ოი ფინანსებს ერხევათ მერე
1 შეკვეთა ვიკიკოს მივუძღვენი და ისეთი მაგარი რაღაცეები ჩამოვიდა რო აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, მალინისფერი ძალიან ფუმფულა ბეწვიან დუტის ჟილეტზე საერთოდ დავიშოკე, ხოლო ნაცრისფერი პალტოშკა რომ ამოვიღე ყუთიდან თვალებში დამიბნელდა სიამოვნებისგან, რო წარმოვიდგინე ჩემი მოცუცქნული ამ პალტოთი გაზაფხულზე.
2 შეკვეთა ჩემს თავს და დიმას. ჩანთებზე რომ პოსტი დავწერე
მანდ ვამბობდი რომ გეგმაში მქონდა ახალი ჩანთის შეკვეთა, ისეთის რომ ჩემს ორ პალტოს მოუხდებოდა. ეს 2 პალტო არის თეთრი და რძისფერი, ხოდა ოლდნეივიზე აღმოვაჩინე სასურველი ჩანთა და არც დავაყოვნე. ეხლა მარტო ჩანთას ხომ არ წამოვიღებდი ხოდა უცებ შევქანდი სხვა აქსესუარებშიც და ლამაზუნა ქამარი ჩავაგდე ჩემს შოპინგ ბეგში.
მერე ვიფიქრე, დიმას დაბადების დღე მოდის – ტვინის ჭყლეტვას რა ვუყიდო რა ვუყიდო ჯობს ისევ რამე საკაიფოს გამოვუწერ მეთქი ხოდა ეხლა მამაკაციბის განყოფილებაში შევხტი. ერთი ნაცრსფერი კურტკა მომეწონა ძალიან მაგრად. თან კურტკა რომელიც უნდა ჩაიცვა უფრო თბილ კურტკამდე, ანუ საშემოდგომო პონტი არ აქვს, ხოდა რაღაც ჯადოსნური მექანიზმებით ეგ კურტკაც აღმოჩნდა კალათში და ჩექაუთ ეგრევე. ეს შეკვეთა გუშინ ჩავიდა ამერიკაში იმ მისამართზე საიდანაც თვითმფრინავით უნდა გამოიგზავნოს.
და ბოლოს მესამე შეკვეთა:
ეს გუშინ მოხდა, შევედი საიტზე რათა გადამემოწმებინა ჩავიდა თუ არა ამანათი დანიშნულების ადგილზე და უცებ ვხედავ საიტზე დიდ ბანერს:
OUTWEAR SALE 50% – Only 1 week
ხოდა ვინაიდან და რადგან ამ ბოლო დროს გაჭედილი მაქვს ყველანაირ აუთვეარებზე ეგრევე დავიწყე დათვალიერება
ჩემთვის ვნახე ძალიან საყვარელი ნაცრისფერი პალტო, დიმასთვის ცოტათი კლასიკური და უფრო მეტად casual პიჯაკი და ბავშვისთვის ვერცხლისფერი, შიგნიდანაც დათბილული დუტის კურტკა ზამთრისთვის. 2 საათი ვეჭიდავებოდი ჩემს თავს რო ჩავყარე ესენი კალათაში, შევუკვეთო არ შევუკვეთო, გაორება დამემართა მაგრამ ბოლოს საკითხი ასე გადავწყვიტე: შევუკვეთე მეგო ბარათით რომლის შევსებაც ნელ ნელა შემიძლია. ანუ ერთბაშად თუ არ მექნება ფული არავინ არ დამახრჩობს ![]()
აი ესეთუ უნებისყოფო ვარ ისეთ საკითხებში როგორიცაა შოპინგი და სიგარეტი ….
ეხლა 2იოდე სიტყვით ჩემს ახალ დაავადებაზე: პირობითად ვარქმევ აუთვეარჰოლიკობას
ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო რომ შარშანდელ წლამდე, თქვენი მონამორჩილი არანაირ ყურადღებას არ აქცევდა აუთვეარებს, არასოდეს მქონია პალტოები და ა.შ. სულ მეცვა კაპიშონიანი მანტოები ან დუტის კურტკები.
შარშან როდესაც ორსულად ვიყავი, სურვილი იმისა რომ კარგად გამოვიყურებოდე გამიასმაგდა. თან მუცელი რომ იზრდებოდა უფრო და უფრო მეშინოდა რომ ფეთხუმურად არ ვყოფილიყავი. და რადგან ორსულობისას სითბო პირველ ადგილას იყო ჩემს ცხოვრებაში დავიწყე აუთვეარებზე და ლამაზ თბილ ქუდებზე ფიქრი. შევიძინე:
1. ლევისის უმაგრესი და უსაყვარლესი თბილი დუტის კურტკა შავი
2. რძისფერი თბილი კლასიკური პალტო
3. ბეწვიანი უსაყვარლესი თეთრი ქუდი
4. ჩემი უსაყვარლესი საგაზაფხულო-საშემოდგომო თხელი მაგრამ ზალიან მაგარი დიზაინის პალტო, რომელიც დიმამ მიყიდა, რადგან მე ფული არ მქონდა მაშინ და საკმაოდ ძვირიც ღირდა.
ეს შარშანდელები…
ეს ჰოლიკობა წელსაც გადმომყვა, ამას წინათ თბილი ზამთრის პიჯაკი ნახე კანისფერ სავი ღილები, ულამაზესი და საშინლად მომინდა, მაგრამ ვერ ვიყიდე, ფული არ მქონდა – და რო მივედი ფულით, გაყიდული დამხვდა ![]()
სამაგიეროდ რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან ცემი დის დაქალმა გამოგზავნა ტანსაცმელები გასაყიდად სადაც უუუუმაგრესი ღია ღია ნაცრისფერი, ძალიან ლამაზი პლაში იდო. ეგრევე დავტაცე ხელი, და რადგან მისი ფულიც შემიძლია ნელ ნელა ვიხადო ახალ წლამდე, მაშინვე შევისყიდე ![]()
და ოლოს ეს პალტო რომელიც ოლდნევიზე ვიყიდე ![]()
მოკლედ მთელი კოლექცია დამიგროვდა და ძალიან ბედნიერი ვარ
სამომავლოდ თუ კიდევ რამეს ვიყიდი აუთვეარიდან უნდა იყოს შავი და კლასიკური (არ მაქვს ეგეთი) და რამე 1 ფერადი, ცოტა ხალისიანი. სიჭრელე არ წარმოიდგინოთ
ერთხელ მოვიცლი ყველა აუთვეარებში გადავიღებ სურათებს და დავდებ
ყველაფერი დაიწყო უბრალოდ კაბით …
მართალია მოდის სამყაროში არსებობს ასევე მისი თეთრეული, ready to wear კოლექცია და ფეხსაცმელები, მაგრამ ნებისმიერი დამეთანხმება რომ ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მოვა მის საპატარძლო კაბებთან. რადგან რაც არ უნდა შექმნას ვერამ, მაინც ყველაფერს გადაფარავს მისი ერთი საპატარძლო კაბაც კი. ეს არის ის ნიშა რომლითაც ვერამ უნდა განაგრძოს და დაასრულოს … ჩემი მოსაზრებაა
ვერამ ჟურნალ “VOGUE”-ით დაიწყო, სადაც უმცროსი რედაქტორი იყო. შემდეგ სამხატვრო დირექტორი გახდა Ralph Lauren-ის მოდის სახლში . მაგრამ დღეს ის საქორწინო მოდის კულტია, ეს სფერო მან 90იან წლებში აითვისა, როდესაც ეს ნიშა თითქმის თავისუფალი იყო. სწორედ ამან აქცია ის კულტად, თუმცა ნიჭსაც აღიარება უნდა.
1. უფანტასტიურესი კადრებია როდესაც თედო თვალების ძალიან მაგრად დახუჭვით ცდილობს გარესამყაროდან გაქცევას. ძალიან მაგრად არის ნაფიქრი და განხორციელებული ეს დეტალი.

ისევე როგორც სამოსის სამყაროში, ავეჯისა და განათების სამყაროშიც არიან ბრენდები რომლებიც კარნახობენ მსოფლიოს მოდას. ერთ ერთი მათგანია ჩემი მუზა … FLOS
ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხი, ინოვაციური განათება, რომელიც შექმნილია იმისათვის რომ მოერგოს ნებისმიერ გარემოს და ინტერიერს. არჩევანი რომელიც იწყება საშუალე ფასებიდან (რაც ჩვენთვის უკვე ძვირია) და ადის ფუფუნების საგნებამდე(LUXURY LIGHTING). ეს არის სრულყოფილი დიზაინი და ბალანსირებილი განათება ნებისმიერი სივრცისათვის.


